როგორ უმკლავდება ზოდიაქოს თითოეული ნიშანი რთულ სიტუაციას

image


პრობლემა და რთული ცხოვრებისეული სიტუაცია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, მისი გადასაჭრელად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულები, განსხვავებულ გზა, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ და ქვემოთ მოცემულ ცხოვრებისეულ დაკვირვებაში, ბევრი საკუთარ თავს ან თავის ნაცნობებს ამოიცნობს:



ვერძი: ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები პრობლემების პირისპირ ნამდვილი სუპერ გმირები არიან. მათ დახმარების მიღება არავისგან უნდათ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მათი პრობლემის შესახებ სხვებისთვისაც გახდება ცნობილი, ვერძები მათგან არც რჩევას და არც დახმარებას მიიღებენ და კეთილმოსურნე, შეიძლება, შემოელანძღოთ კიდეც.

თვითდაჯერებული ვერძი არასდროს აკეთებს დასკვნას ცხოვრებისეული გაკვეთილიდან და შეიძლება, ერთ და იგივე «ნაღმს ფეხი მეორედაც დაადგას». თუმცა, არასდროს ნებდება და პრობლემის მოგვარების ახალ-ახალ ხერხებს ეძებს.



კურო: ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, პრობლემების შექმნის შემთხვბევაში, პანიკაში იშვიათად ვარდებიან. ბუნებით კონსერვატორები არიან და დახმარებას იშვიათად თხოულობენ. მაგრამ, თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც დახმარების ხელს გაუწვდით, უარს არ იტყვიან. ხოლო, რთული სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, პირადად ან «ფბ» პოსტით, აუცილებლად მოუყვებიან ყველას პრობლემის და მისი მოგვარების ხერხების შესახებ.

კურო იშვიათად აკეთებს დასკვნას პრობლემის მოგვარების შემდეგ: თუ ისე მოხდა, რომ მომავალში მსგავსი სიტუაცია ისევ შეიქმნა, ის ისევე მოიქცევა, როგორც წინა შემთხვევაში.



მარჩბივი: ამ ნიშნით დაბადებულები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან და ცხოვრებისეულ პრობლემებს ყოველთვის მშვიდად ხვდებიან. ისინი პრობლემებს ყოველთვის კოლექტიურად აგვარებენ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მარტო არიან, «კონსილიუმს» საკუთარ თავთან აწყობენ: პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო ვარიანტს ფურცელზე წერენ და გადაწყვეტილების მიღებამდე, პუნქტობრივად განიხილავენ.

ტყუპები საკუთარ შეცდომებზე არაფერს სწავლობენ და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მის შესახებ მაშინვე ივიწყებენ. ამიტომ, მათი ახლობლები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რომ მორიგ «კონსილიუმზე» მათ ისევ მიიწვევენ.



კირჩხიბი: ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები პერფექციონისტები არიან და პრობლემებსაც ძალიან სერიოზულად უდგებიან. როგორც კი რამე წინააღმდეგობა შეხვდებათ, თუნდაც უმნიშვნელო, მაშინვე წუწუნს იწყებენ, რომ სხვების დახმარებით, პრობლემა სასწრაფოდ მოაგვარონ. ხოლო, თუ დამხმარეს ვერ ნახულობენ, თავს ხელში იყვანენ და თავადვე პოულობენ სიტუაციიდინ სწორ გამოსავალს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, ფაქტად რჩება — გადაუწყვეტელი პრობლემა, კირჩხიბის ცხოვრებაში, პრაქტიკულად, არ არსებობს.

ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, კირჩხიბი დასკვნას აკეთებს ცხოვრებისეული სიტუაციიდან, განსაკუთრებით იქიდან, რაც პირად ურთიერთობებს ეხება. ერთხელ განცდილი ტკივილის შემდეგ, მომავალშ, მეტისმეტად დიდ სიფრთხილეს იჩენენ.



ლომი: ამ ნიშნით დაბადებულები მეტისმეტად თვითდაჯერებულები არიან და რთულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, დახმარებას არასდროს ითხოვენ. ისინი თავად ფიქრობან შექმნილი მდგომარეობის მოგვარების გზებზე. ხოლო, მას შემდეგ რაც გამოსავალს იპოვიან და გეგმას შეადგენენ, სხვების ყურადღების მისაქცევად, პრობლემის დრამატიზებას ახდენენ და მას წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით აგვარებენ. ამგვარად, «მეფე» მხოლოდ პრობლემას კი არ აგვარებს, სხვების აღფრთოვანებასაც იწვევს და თავის წილ, აპლოდისმენტებსაც იმსახურებს (უყვარს მსახიობობა და რა ქნას?).

ლომები, მიღებული გაკვეთილიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებენ შესაბამის დასკვნას, თუ უსიამოვნების მიზეზი სხვა ადამიანები იყვნენ, რადგან საკუთარ შეცდომებს ისინი არასდროს აღიარებენ და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში, ისევ გაიმეორებენ.



ქალწული: ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები პრობლემას კომპლექსურად წყვეტენ. ჯერ ერთი, ისინი პრობლემებზე საერთოდ არ ფიქრობენ და როდესაც მსგავსი რაღაცა თავს იჩენს, თავდაპირველად, – განიცდიან. მაგრამ, მალე წყნარდებიან, საკუთარ თავს ხელში იყვანენ და პრობლემის მოგვარების გზას ეძებენ. ვიდრე გამოსავალს ეძენენ, ისინი სხვა მოსაგვარებელ საქმეებზეც იწყებენ ფიქრს, რადგან მხოლოდ ერთი პრობლემის მოგვარებაზე დროს და ენერგიის ხარჯვას, არარაციონალურად მიიჩნევენ.

უნდა ითქვას, რომ ქალწულები ძალიან წინდახედულები არიან და დაუგეგმავ, რთულ სიტუაციებში იშვიათად ვარდებიან. მაგრამ, თუ ასეთი რამ შეემთხვათ, ყველაფერს გამოასწორებენ და მსგავს შეცდომას აღარასდროს დაუშვებენ.



სასწორი: ამ ნიშნით დაბადებულებისთვის, ცხოვრებაში მთავარი — ჰარმონია და სულიერება არის, ხოლო ყოფით პრობლემებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. მაგრამ, თუ ისეთი რაღაც მოხდა, რასაც სასწორი პრობლემად ჩათვლის, პირველი რასაც გააკეთებს — განმარტოვდება, რომ სიტუაცია გაანალიზოს და გამოსავალი იპოვოს. პარალელურად, ის პრობლემას თავისთავად მოგვარების შანსს აძლევს. მაგრამ, თუ ასეთი რამ არ მოხდა, სასწორი ისეთ ადამიანს ეძებს, ვინც დაეხმარება და რთულ სიტუაციაში გვერდით დაუდგება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემას თავადვე აგვარებს და ძალიან წარმატებითაც.

ცხოვრებისეულ გაკვეთილს სასწორები იშვიათად სწავლობენ. ისინი ბოლომდე რომანტიკოსებად რჩებიან და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში ცუდი არაფერი შეემთხვევათ.



მორიელი: ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები დაუგეგმავ სიტუაციებში იშვიათად ხვდებიან, რადგან ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებენ და მათი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ პრობლემამ თავი მაინც იჩინა, ის მხოლოდ მორიელის პრობლემა არ იქნება და მოიძებნებიან სხვა ადამიანები, რომლებიც მას მოაგვარებენ. ხშირ შემთხვევაში, ასეც ხდება. მაგრამ, თუ სიტუაციამ განგრძობითი ხასიათი მიიღო და სხვა გზა არ არის, მორიელები პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე იღებენ.

რთული სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ, მორიელი დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ პრობლემა სხვა ადამიანების მიზეზით წარმოიქმნა. ისინი მეტისმეტად შურისმაძიებლები არიან და შეცდომას არასდროს პატიობენ.



მშვილდოსანი: ამ ნიშნით დაბადებულების პრობლემის უმრავლესობის მიზეზი, – მათი იმპულსური ხასიათი და დაუფიქრებელი ქმედებები არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდოსნები, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე იღბლიანები არიან და სერიოზული პრობლემები იშვიათად ექმნებათ. და თუ მსგავსი რამ მაინც შეემთხვევათ, ჯერ პანიკაში ვარდებიან, ხოლო შემდეგ, იმაზე იწყებენ ფიქრს, რომ უარესი მდგომარეობებიც არსებობს და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა თავისით არ მოგვარდა, მოქმედებენ დევიზით — «გააკეთე, ყველაფერი რაც საჭიროა და როგორც შეგიძლია – და რაც იქნება, იქნება».

ცხოვრებისეული გაკვეტილის აღქმა მშვილდოსანს არ შეუძლია. ამიტომ, თუ მომავალშიც გაჩნდა მსგავსი სიტუაცია, ისინი ანალიზით თავს არ იწუხებენ და ისევ იმპულსურად მოქმედებენ.



თხის რქა: ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს პრობლემები იშვიათად ექმნებათ, რადგან ისინი საკუთარ ცხოვრებას და მომავალს რამდენიმე წლით ადრე გეგმავენ და უბრალოდ კი არ გეგმავენ, – ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე აქვთ გათვლილი. და თუ მაინც მოხდება რამე, გაუთვალისწინებელი, ისე აგვარებენ პრობლემას, რომ სხვები, მათი ცხოვრებისეული სირთულის შესახებ, ვერც კი გებულობენ. თხის რქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რთულ სიტუაციას ყოველთვის უმკლავდება და სხვებს დახმარებას იშვიათად სთხოვს.

თხის რქა ერთხელ დაშვებულ შეცდომას არასდროს იმეორებს. გარდა ამისა, ყველაფერს კარგად აანალიზენს და ინიშნავს, იმ შემთხვევისთვის, თუ თავისდა უნებურად, მსგავს სიტუაციაში კიდევ აღმოჩნდება.



მერწყული: ამ ნიშნით დაბადებულები სოციალურ ჩარჩოებს არ აღიარებენ, გამოირჩევიან ექსცენტრულობით, ორიგინალურობით და სწორედ ამის გამო, ისინი ხშირად ეხვევიან უსისმოვნებაში. მერწყულების ძირითადი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც ყველაზე რთულში, ყოველთვის პოულობენ დადებით მომენტებს, არ უყვართ ხანგრძლივი დროის მანძილზე დარდი და ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება მერწყული მდგომარეობიდან გამოიყვანოს, – შედეგის ლოდინია, რადგან მოთმინება, ნამდვილად არ არის ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებების ნუსხაში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტიპიურმა მერწყულმა, ცხოვრებისეული გაკვეთილიდან დასკვნა გააკეთოს. მას, უბრალოდ, არ შეუძლია ისე მოქცევა, როგორც სხვებს და არც დადგენილი პირობითობის შესრულებით იკლავს თავს.



თევზები: ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ნებისმიერი საყოფაცხოვრებო წვრილმანი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, თევზებს იმდენად უყვართ ყველაფრის დრამატიზება, რომ შექმნილი სიტუაციის შესახებ, ირგვლივ მყოფები მაშინვე იგებენ. პრობლემის მოგვარებისას, თევზები სიხარულით იღებენ სხვების დახმარებას, მაგრამ თუ მსურველი არ გამოჩნდა, თავადაც შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლის პოვნე.

პრობლემის ჩავლის შემდეგ, თევზები ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ეს სამყარო სასტიკი და საშინელია... და რომ, დახვეწილი და ამაღლებული ბუნების მქონე ადამიანებისთვის, მასში ცხოვრება ძალიან რთულია.

imageimage

12-03-2019 9:17
წყარო: intermedia.ge