შერონ სთოუნი: «ქალმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს...»

image


შერონ სთოუნი ყველაზე ჭკვიანი მსახიობი ქალია ჰოლივუდში. მისი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) – 154 ქულას შეადგენს (მამაკაცებს შორის, ჯეიმზ ვუდი – IQ - 180. რედ.) და ეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული კოეფიციენტის საშ. დონე 85 – 115 ქულაა და 125 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის მხოლოდ 5 % გააჩნია.

შერონ სთოუნი უკვე 60 წლის არის. მის გონიერებას გამოცდილებაც დაემატა და მსახიობის იუმორით სავსე გამონათქვამები ცხოვრებაზე, რომელიც ერთდროულად სიმართლეს და სიბრძნეს შეიცავს, ნამდვილ ჰიტებად იქცა ჰოლივუდში, რომელთა ციტირებას არაერთი მსახიობი ახდენს.


1. მარადიული ახალგაზრდობის იდეა – მითია. მე არ მინდა «უბერებელ ლამაზმანად» ყოფნა. მინდა ვიყო ქალი, რომელიც ასაკის შესაფერისად, საუკეთესოდ გამოიყურება.


2. როდესაც 40 წელს გადავაბიჯე, ჭიქა ღვინით, სააბაზანოში ჩავიკეტე და გავიფიქრე: «აქედან არ გავალ, ვიდრე საკუთარ თავს ისეთს არ მივიღებ, როგორიც სინამდვილეში ვარ».


3. მე შემიყვარდა ასაკის მატება – ეს ჩემი მთავარი მიზანია. 16 წლის წინ, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა მქონდა. ამიტომ, კარგად მესმის, რას ნიშნავს «მშვიდი სიბერე». 9 დღის მანძილზე ტვინიდან სისხლი მდიოდა. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომლებმაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემის შემდეგ, გადარჩენა და სრული განკურნება შეძლო. მე ეს რაღაცნაირად გამომივიდა. 2 წლის მანძილზე, ახლიდან ვისწავლე სიარული, კითხვა, წერა... და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ნაოჭებზე საუბარი – სასაცილოა...


3. პლასტიკური ქირურგია – ჩემო არ არის. მაგრამ, არ ვკიცხავ ქალბატონებს, რომლებიც ქირურგების მომსახურებით სარგებლობენ. თუ ეს მათ აბედნიერებთ – რატომაც არა?


4. არ დავმალავ, რომ ბოქსი გამიკეთებია და არა ერთხელ. მაგრამ, დროზე შევჩერდი, რომ იმ «ოქროს თევზთაგან» ერთ-ერთი არ გავმხდარიყავი, ჰოლივუდში კვალის დატოვებას რომ ცდილობენ. ბოტოქსის გამო ყველა მსახიობი ერთმანეთს დაემსგავსა, მე კი ინდივიდუალურობის შენარჩუნება მინდა. მინდა, რომ ჩემში დაინახონ ქალი, რომელმაც წარსულში ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო.


5. ცხოვრების მანძილზე, ქალი სახეს ხშირად იცვლის. ეს ვარცხნილობასავით არის – ჩვენ ვერ ვიქნებით ყოველთვის ერთნაირები – ვსწავლობთ, ვიზრდებით, ევოლუციას განვიცდით. ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებთ, და ცხოვრებაც განსხვავებულად გვიყურებს.


6. ყველაზე ლამაზი, ყველაზე საინტერესო ის ქალები არიან, ვისაც წარსულში აღმაფრენაც ჰქონიათ და დაცემაც უგემიათ. ამის შექმნა კი, ძვირად ღირებული კოსმეტიკით და ვარცხნილობით შეუძლებელია.


7. განცდილმა უბედურებამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა მაიძულა, რომ ისეთი რაღაცეები არ მეკეთებინა, რაც სიამოვნებას არ მანიჭებდა.


8. რეალურად ლამაზი ქალი ყოველთვის კეთილგანწყობილია სხვა ქალების და ზოგადად, სხვა ადამიანების მიმართ. მისთვის მიუღებელია მეტოქეობა, ინტრიგები და ბინძური ხრიკები.


9. თუ ჭკვიანი ხარ, მაშინ ლამაზიც იქნები. ულამაზოები არ არსებობენ – ვიღაც ისეთი ლამაზია, როგორც ვარდი, ვიღაც – როგორც კაკტუსი.


10. არასდროს არ დავფიქრებულვარ იმაზე, ლამაზი ვარ, თუ არა. მაგრამ, ერთი ჯადოსნური ხრიკი ვიცი, რომლითაც სილამაზის ილუზიის შექმნა შეიძლება: როდესაც ქალი ოთახში შედის, იქ მყოფები მის სილამაზეზე კი არა, იმ ძალაზე და ენერგიაზე რეაგირებენ, რომელიც მისგან მოდის.


11. მე შემიძლია ძალიან საყვარელი და მოსიყვარულე ვიყო, მაგრამ ეს არც საინტერესოა და არც ჩემი ცხოვრების მიზანია. მე ვცდილობ, რომ ვიყო მართალი – როგორც საკუთარ თავთან, ისე ირგვლივმყოფებთან... და ეს ყველთვის სასიამოვნო არ არის.


12. ადამიანებს ცვლილების ეშინიათ – მათ ჰგონიათ, რომ ამით რაღაცას დაკარგავენ. მაგრამ, ის ავიწყდებათ, რომ შეუძლიათ, რაღაც ახალიც შეიძინონ!


13. სრულიად მარტო ყოფნა უმჯობესია, ვიდრე მარტოობის შეგრძნება ვინმესთან ერთად.


14. სიკვდილმა არაერთხელ მომიკაკუნა კარებზე. მაგრამ, მე მას არ გავუღე... მან ცხოვრება ახლებურად მასწავლა. ამ კაკუნმა გამომაღვიძა.


15. ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი – მაგრამ არასდროს უნდა თქვას ის.


16. არ ვმალავ საკუთარ ასაკს. მე მინდა ვიყო ქალი, რომელიც საკუთარ ასაკში იმდენად კარგად გამოიყურება, რამდენადაც შესაძლებელია.


17. როგორც უ. ჩერჩილი ამბობდა – თუ ჯოჯოხეთში ხარ წასასვლელი, რაც შეიძლება მალე წადი.


18. ჩვენს პლანეტაზე აბსოლიტური ჰარმონია და სიმშვიდე არასდროს იქნება. მაგრამ, ის შეგიძლია საკუთარ თავში იპოვო.


19. როდესაც 58 წლის გავხდი, ერთ ნამეს მივხვდი – სილამაზე შიგნიდან მოდის. იმისთვის, რომ ლამაზი იყო და ასეთად დარჩე, ყოველთვის ის უნდა აკეთო, რისი გაკეთებაც გინდა. მაგ., მე, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე და იქამდე ვცეკვავ, ვიდრე არ დავიღლები.


20. ვარსკვლავს ან წარმატებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მეგობარი, რომელიც მისი მიგობარი იქამდე იყო, ვიდრე ის წარმატებული ადამიანი გახდებოდა. ეს იმისთვის, რომ ვინმემ ამ ადამიანს საკუთარი ადგილი მიუჩინოს. ვარსკვლავი – ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც ნებისმიერი სხვა, ამ ქვეყანაზე.

imageimage

12-03-2019 9:51
წყარო: intermedia.ge