როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯებით?

image
თუ გიყვართ მოგზაურობა და გსურთ რომ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თქვენი ფინანსები, მაშინ აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს.

ავიაბილეთების შეძენისას გამოიყენეთ low-cost კომპანიები და შეიძინეთ ბილეთები შუამავლების გარეშე, რაც მოგცემთ საშუალებას მნიშვნელოვნად დაზოგოთ თქვენი ფინანსები.Lowcost კომპანიები ევროპაში:

https://www.ryanair.com/ie/en/-ყველაზე დიდი კომპანია ამ კლასში, რომელიც ახორციელებს ყველაზე მეტ ფრენებს ევროპის შიგნით.

https://wizzair.com

https://www.easyjet.com

მთელი მსოფლიოს მასშტაბით;

https://www.worldairlineawards.com/worlds-best-low-cost-airlines-2018/

საცხოვრებელი:თუ გადაწყვეტილი გაქვთ რომ გსურთ სასტუმროში გაჩერება, მაშინ მოიძიეთ სასტუმრო ქალაქის ცენტრისგან ოდნავ მოშორებით და დაბრონვამდე აუცილებლად შეადარეთ ფასები დღეების მიხედვით.პირდაპირი კომუნიკაცია და დაჯავშნა ონლაინ.

მაგრამ არსებობს სხვა საშუალებებიც:

https://www.couchsurfing.com/dashboard-/ - ამ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ჰოსტი ანუ ადამიანი, ვინც გაგიწევთ მასპინძლობას.ამ საიტის უპირატესობა.მომხმარებლების უმეტესობა არის ვერიფიცირებული, შესაბამისად საიტს აქვს მათზე ინფორმაცია.გარდა ამისა, ამავე საიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ან გაესაუბროთ ადგილობრივ მოგზაურებს.

https://www.airbnb.com/s/homes- - ამ საიტზე შეგიძლიათ იქირავოთ ოთახი თქვენთვის სასურველ ფასად.

თუ გაჩერდებით ჰოსტელში, იქირავებთ ოთახს ან ესტუმრებით ვინმეს სახლში, გექნებათ შესაძლებლობა თქვენთვის მოიმზადოთ საკვები, შესაბამისად მნიშვნელოვნად შეამცირებთ თქვენს ხარჯებს.ტურისტებით სავსე ადგილებში კვება უფრო ძვირია, ვიდრე იქ სადაც ცხოვრობენ მხოლოდ ადგილობრივები.

https://www.eatwith.com/- თუ ვინმე დაინტერესებულია კულინარიული ღონისძიებებით, შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და შეიძინოთ ახალი მეგობრები.

ქალაქში საორიენტაციოდ გამოიყენეთ აპლიკაციები, შეიძინეთ ტურისტული ბილეთები რომლებიც იქნება ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოში, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ხარჯებს მუზეუმებში თუ სხვა ადგილების სტუმრობისას.

ერთადერთი რაზეც არ უნდა დაზოგოთ თანხა არის სამოგზაურო დაზღვევა, რადგან გაუთვალისწინებელ შემთხვევაში იყოთ მაქსიმალურად დაზღვეული!

რეგისტრაცია გაიარეთ სხვადასხვა ბლოგებში, საიტებზე "კლუბებში" იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ მიმდინარე საინტერესო მოვლენებს და სიახლეებს.გარდა ამისა გაიზიარეთ გამოცდილი მოგზაურების რჩევები ან მოიძიეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია უბრალო საძიებო სისტემით ინტერნეტით.

06-03-2019 13:54
წყარო: intermedia.ge