კომპოზიცია "Shallow" ბილბორდის ტოპ-100-ის სათავეში მოექცა

imageროგორც აღმოჩნდა ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას დუეტის გამოსვლამ "ოსკარის" დაჯილდოებაზე, რა დროსაც კომპოზიცია Shallow იმდენად რომანტიკულად იყო შესრულებული, რომ სოციალურ ქსელში ბევრმა დაასკვნა: ლედი გაგას და ბრედ კუპერს რომანი აქვთ, საერთო ჯამში დადებითი შედეგი მოიტანა, სიმღერა, რომელიც აქამდე "ბილბორდის" ტოპ-100-იც კი არ იყო ამჯერად #1 გახდა.



შეგახსენებთმ სიმღერა „Shallow“არის სუნდტრეკი ფილმისთვის "ვარსკვლავის დაბადება"( A Star Is Born), რომლის პრემიერა 2018 წლის აგვისტოში შედგა ვენეციაში.

სიმღერის ავტორი გახლავთ ლედი გაგა, ენდრიუ ვიატი, ენტონი როსომანდო და მარკ რონსონი.


სიმღერა სრულდება სოლ მაჟორში, ზომიერ ტემპში წუთში 96 ტაქტით; აკორდების თანმიმდევრობა არის Em7-D / F # -G5-C-G5-D, ვოკალი ორ ოქტავაში სრულდება: G3 -დან D-მდე.


"Shallow "-არის დრამატული.ასატაცებელი სიმღერა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ "ოსკარის" ნომინანტი იყოს, არამედ ის აუცილებლად გახდება ჰიტი და ფავორიტი კარაოკე ბარები"-წერდა გამოცემა USA Today.


06-03-2019 10:05
წყარო: intermedia.ge