როგორ გავატაროთ დღევანდელი, ახალმთვარეობის დღე - მიხეილ ცაგარელის რჩევა საზოგადოებას

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სსაზოგადოებას ახალმთვარეობის შესახებ ახსენებს და რჩევებს აძლევს.


როგორც ცაგარელი აღნიშნავს, დღევანდელი დღე მშვიდად და პოზიტიურად უნდა განვვლოთ.


მისივე თქმით, იდეალურია ახალი საქმეები დაგეგმვა და ფურცელზე ჩანიშვნა.


ცაგარელის განცხადებით, კარგი იქნება თუ სამყაროს უდიდეს სიყვარულს გაიგზავნით
და გადაუხდით მადლობას უფალს
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს !


"ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მარტს ახალმთვარეობაა!

ეს დღე მშვიდად მართეთ და პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით.

დღეს არ ვარგა ხელშეკრულებების დადება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ასევე შეიკავეთ თავი დღეს ოპერაციისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო - სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა, გადაუდებელი არ არის...

დღეს ძალიან კარგია ა ხ ა ლ ი საქმეების
დ ა გ ე გ მ ვ ა ( დაწერეთ ფურცელზე)
და შემდეგი 12 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

ნუ გადაიღლით თავს ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად...

დალიეთ ნაკურთხი წყალი, დალოცეთ შვილები, ილოცეთ ყველასთვის, გულწრფელად უსურვეთ ყველას ბედნიერება. გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული
და მოუხადეთ მადლობა უფალს
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს !

გისურვებთ სიყვარულს, სულის სიმრთელეს, სიხარულს და სიკეთეს"- წერს ცაგარელი სოციალურ ქსელში.


ახალმთვარეობა, მთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია, ვინაიდან დედამიწისაკენ მიქცეულია მისი გაუნათებელი მხარე, მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, საღამოს, დასავლეთის ცაზე ვიწრო ნამგალივით გამოჩნდება.


ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება.


ჰოდა, დღევანდელ დღეს სურვილის ჩაფიქრების დროს ფრთხილად იყავით ....


წარმატებულ დღეს გისურვებთ!!


image



06-03-2019 10:18
წყარო: intermedia.ge