კანადელი პროფესორი 10 წელი ლოთობდა იმისთვის, რომ "პახმელიიდან" გამოსვლის იდეალური საშუალება ეპოვა

image

კანადელმა პროფესორმა შონოპი ბიშოპ სტოლმა, 10 წელი შეალია იმას, რომ ეპოვა ნაბახუსევის ეფექტური წამალი, სხვათა შორის საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.



პროფესორმა 10 წლის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ყოველ ქვეყანაში სინჯავდა ადგილობრივ ნაბახუსევის საწინააღმდეგო საშუალებას.


"პახმელიის" ყოველ სამკურნალო საშუალებას გულმოდგინედ სწავლობდა, მისი წარმოშობის ისტორიიდან დაწყებული და რეცეპტურით დამთავრებული, შემდეგ კი მორიგი ლოთობის შემდეგ დილით ნაბახუსევის ახალ რეცეპტს საკუთარ თავზე ცდიდა, მათ შორის იყო საკმაოდ უცნაური "წამლებიც", მაგალითად, დამარილებული ცხვრის თვალის მარინადი, ყავაში ჩაყრილი სიგარეტი, ცხარე წიწაკა ძმრით და ა.შ.


რა თქმა უნდა, "ნაბახუსევის წამალთა" შორის იყო თავად ალკოჰოლიც, ასე რომ, ზოგჯერ ექსპერიმენტის გამო ისევ "პახმელიიდან გამოსვლა" სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლით უწევდა.

image

ამ 10 წლის განმავლობაში იყო კურიოზული შემთხვევებიც. ერთხელ საკუთარ ექსპერიმენტს კინაღამ შეეწირა, ფენიქსში(აშშ)უცნობებთან ერთ-ერთ ბარში ილოთავა, მეორე დილით გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ შუაგულ უდაბნოში იყო, გაუწყლოებისგან კინაღამ ადგილზე გათავდა, პროფესორმა საბედნიეროდ უდაბნოში მანქანის ნაკვალევი აღმოაჩინა, გაჰყვა მის ნაკვალევს, რამაც ცენტრალურ გზამდე გაიყვანა.

მეორე კაზუსი ბერლინში შეემთხვა, როდესაც მორიგი ლოთობის შემდეგ დაკარგა საფულე და პასპორტი. პროფესორმა უცხო ქვეყანაში 7 დღე გაატარა უკაპიკოდ, იქამდე, სანამ მისი პორტმონე არ იპოვეს.


ექპერიმენტმა ანუ ათწლიანმა სმამ მამაკაცის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, აწუხებს არტერიული წნევა და უძილობა, წონაშიც მოიმატა, ამასთავე, გაირკვა, რომ პრობლემები შეექმნა ღვიძლზე. თუმცა თავად შონოპი სტოლის მტკიცებით, იპოვა "პახმელიის" იდეალური წამალი - ეს არის "სასწაული-ინგრედიენტი"-ამინომჟავა N -აცეტილცისტეინი(NAC), თუმცა პროფესორის განცხადებით, პრეპარატმა რომ იმოქმედოს, საჭიროა 1500 მილიგრამი დოზის შეყვანა. აცეტილცისტეინი აქტიურად გამოიყენება მედიცინაში, ძირითადად როგორც ამოსახველებელი საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქოტების დროს(მაგალითად "აცც", "ასიბროქსი", "ასისტი" და სხვა) და მოწამვლის წინააღმდეგ.

ამასათანავე, პროფესორი რეკომენდაციას იძლევა, მიიღოთ B ჯგუფის ვიტამინები, რომელიც დააჩქარებს ამინომჟავების მოქმედებას.

image

პროფესორმა საკუთარი 10 წლიანი ექსპერიმენტი და ნაბახუსევიდან გამოსვლის ყველა რეცეპტი აღწერა წიგნში"Hungover: The Morning After and One Man’s Quest for the Cure "(ნაბახუსევი-დილის შემდეგ ერთი კაცი წამლის ძიებაში)

06-03-2019 12:04
წყარო: intermedia.ge