სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4 წარადგინა

image


1 მარტს, რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე ლე­გენ­და­რუ­ლი სე­და­ნის - ტო­ი­ო­ტა Corolla-ს მე-12 თა­ო­ბა და ახა­ლი, მე­ხუ­თე თა­ო­ბის RAV4 ქარ­თველ, სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ამ“ წა­რუდ­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნეს ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა (TSS) და ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია. ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მო­ე­წყო ტესტ-დრა­ი­ვი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ, ასე­ვე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­ან (Off Road) გზებ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მოც­დას.

ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლა

ტო­ი­ო­ტა Corolla-ს უახ­ლე­სი მო­დე­ლის წარ­დგე­ნის დროს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს ლე­გენ­და­რუ­ლი სე­და­ნი ახა­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი 1.6-ლიტ­რი­ა­ნი ბენ­ზი­ნის ძრა­ვის გარ­და, პირ­ვე­ლად იქნა აღ­ჭურ­ვი­ლი 1.8-ლიტ­რი­ა­ნი თვით­და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვით. ამის გარ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Corolla აგე­ბუ­ლია ტო­ი­ო­ტას მო­წი­ნა­ვე TNGA სა­ინ­ჟინ­რო პლატ­ფორ­მა­ზე, რის შე­დე­გა­დაც, მისი მარ­თვა უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო და უსაფრ­თხო გახ­და.

ახალ ჰიბ­რი­დულ კო­რო­ლა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მცი­რე გა­მო­ნა­ბოლ­ქვის პა­რა­ლე­ლუ­რად მფლო­ბე­ლი მი­ი­ღებს საწ­ვა­ვის ხარ­ჯვის ეფექ­ტუ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს. ხოლო, მხო­ლოდ ელექტროძ­რა­ვის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნულს უტოლ­დე­ბა, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს­თვის.


image


„უფრო ხის­ტი ძა­რის და სიმ­ძი­მის და­ბა­ლი ცენ­ტრის ერ­თობ­ლი­ო­ბა ამ­ცი­რებს მო­სახ­ვე­ვებ­ში ძა­რის გა­ნივ დახ­რას, ხოლო ორ­ბერ­კე­ტი­ა­ნი სა­კი­და­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს უფრო ეფექ­ტურ ამორ­ტი­ზა­ცი­ას, რაც თქვენს მგზავ­რო­ბას უფრო კომ­ფორ­ტულს ხდის. ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბი­სას დაღ­ლი­ლო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ჩვენ მძღო­ლის სხე­უ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­აც კი მო­ვახ­დი­ნეთ.“ - გან­მარ­ტა ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის პრო­დუქ­ტი­სა და ფა­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, სან­დრო ბე­რუ­ლა­ვამ.

პრეს­ტი­ჟუ­ლი, დი­ნა­მი­უ­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ელე­გან­ტუ­რი სე­და­ნი - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მე-12 თა­ო­ბის Corolla-ს ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. პირ­ვე­ლი Corolla 1966 წელს გა­მო­უშ­ვა ტო­ი­ო­ტამ. მისი სლო­გა­ნი - „სტან­დარ­ტად ქცე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა“გა­მარ­თლდა, რად­გან დღეს ის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მან­ქა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და ”ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის” პრე­ზი­დენ­ტი - მი­ცუ­რუ კო­ნი­ში.


„ამა­ყი ვარ, რომ ქარ­თვე­ლებს ახალ RAV4-სა და Corolla-ს წარ­მო­გიდ­გენთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ლე­გენ­და­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბის ახა­ლი მო­დე­ლე­ბი ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს მალე შე­უყ­ვარ­დე­ბა. ამას კი ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. კი­დევ ერთი სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი ისაა, რომ ორი­ვე მო­დე­ლი წა­მოდ­გე­ნი­ლია ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვე­ბით, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ასე მო­თხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლია, “ - გა­ნა­ცხა­და მი­ცუ­რუ კო­ნი­შიმ.


image


ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის (TSS) გამო ახა­ლი კო­რო­ლა კი­დევ უფრო უსაფრ­თხოა. მისი უსაფრ­თხო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი სის­ტე­მე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის თუ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას. უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა აფრ­თხი­ლებს მძღოლს, ამ­ზა­დებს შე­სა­ბა­მის სის­ტე­მებს ოპ­ტი­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის და, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რთავს ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბის თუ მარ­თვის დამ­ხმა­რე რე­ჟი­მებს.

ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა მო­ი­ცავს შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სის­ტე­მის (PCS), ადაპ­ტი­რე­ბა­დი კრუ­იზ კონ­ტრო­ლის (AAC), ზო­ლი­დან გა­დახ­ვე­ვის სიგ­ნა­ლი­სა და მარ­თვის დამ­ხმა­რე რე­ჟი­მის (LDA + SA), ისე­ვე რო­გორც ავ­ტო­მა­ტუ­რი შორი გა­ნა­თე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ებს. გარ­და ამი­სა, ის პირ­ვე­ლად იყე­ნებს ზო­ლის ხა­ზე­ბის აღ­ქმის დამ­ხმა­რე სის­ტე­მას (LTA), რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დახ­ვე­წილ დამ­ხმა­რე სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს.


მე-12 თა­ო­ბის ტო­ი­ო­ტა Corolla-სთან ერ­თად, ტესტ-დრა­ივ­ზე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი მო­დე­ლე­ბიც გა­მოვ­ცა­დეთ. ახალ ავ­ტო­მო­ბილს აქვს ტე­ვა­დი სა­ლო­ნი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია სენ­სო­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. წინა თა­ო­ბის მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია რო­გორც მა­ნევ­რი­რე­ბა, ისე გა­და­ად­გი­ლე­ბის კომ­ფორ­ტი, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი უხ­მა­უ­რო­ბა გზებ­ზე სი­ა­რუ­ლის დროს.


ტო­ი­ო­ტა RAV 4 - კომ­პრო­მი­სე­ბის გა­რე­შე


image


1994 წელს ტო­ი­ო­ტამ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი RAV 4 -ის გა­მოშ­ვე­ბით მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლი წა­რუდ­გი­ნა - მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბი­სა და მდგრა­დი კორ­პუ­სის მქო­ნე ყველ­გან­მა­ვა­ლი, კომ­პაქ­ტურ და იო­ლად სა­მარ­თავ ჰეჩ­ბექთან იყო შერ­წყმუ­ლი.

2019 წელს კი, ახა­ლი მე­ხუ­თე თა­ო­ბის RAV 4 -ით ტო­ი­ო­ტა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ერას წარ­მოგ­ვიდ­გენს, რო­მე­ლიც ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი პლა­ტოფრ­მის - GA-K-ს დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ახა­ლი 2.0 ბენ­ზი­ნის ძრა­ვის გარ­და, ახა­ლი RAV 4 ერ­თა­დერ­თია თა­ვის კლას­ში, რო­მე­ლიც მყიდ­ვე­ლებს თვით­და­ტენ­ვად, ჰიბ­რი­დულ მო­დელს სთა­ვა­ზობს - არ­ჩე­ვანს, რო­მელ­საც და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მყიდ­ველ­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ემ­ხრო­ბა. ახა­ლი 2.5 ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვი 218 ცხე­ნის ძა­ლით (წინა წამ­ყვა­ნი თვლე­ბით) და 222 ცხე­ნის ძა­ლით (სრუ­ლი ამძრა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ახალ, თა­ვის კლას­ში ყვე­ლა­ზე ეკო­ნო­მი­ურ ბენ­ზი­ნის მოხ­მა­რე­ბას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკო­ლო­გი­უ­რად უფრო უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას (CO - 100გ/კმ) გვთა­ვა­ზობს.

უკე­თე­სი მარ­თვა­დო­ბის, კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბის, ტე­ვა­დი ინ­ტე­რი­ე­რი­სა და თა­ვის კლას­ში წამ­ყვა­ნი სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბის (580 ლიტ­რი ) გარ­და, ამ მო­დელს გა­აჩ­ნია იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ ძლი­ე­რი, და­ბალ სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი თვა­ლის­მომჭრე­ლი დი­ზა­ი­ნის ფონ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ძა­რით მო­ი­წო­ნოს თავი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლონს, იგი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­ტე­რი­ი­თა და მა­სა­ლე­ბით არის შექ­მნი­ლი.

image

„დღეს რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე წარ­მო­გიდ­გი­ნეთ ტო­ი­ტას ორი უახ­ლე­სი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია TNGA სა­ინ­ჟინ­რო პლატ­ფორ­მა­ზე. ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი არის მთლი­ა­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი, რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის, ასე­ვე ექ­სტე­რი­ე­რის მხრივ. დღეს წარ­მო­ვად­გი­ნეთ ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც. ახალ მო­დე­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი არის შეც­ვლი­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. გა­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, რად­გან ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია ჰიბ­რი­დის წი­ლიც, ახლა ვცდი­ლობთ, რომ რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­შიც მო­ვახ­დი­ნოთ ჰიბ­რი­დის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.“ - აღ­ნიშ­ნა სან­დრო ბე­რუ­ლა­ვამ.

ისე­ვე რო­გორც ახა­ლი Corolla, მე­ხუ­თე თა­ო­ბის RAV4 - იც აღ­ჭურ­ვი­ლია ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო მარ­თვის სის­ტე­მით(Toyota Safety Sense), რაც მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­სა და უსაფრ­თხო მარ­თვა­ში ხე­ლის შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს.


ახა­ლი RAV4 - ის მფლო­ბე­ლი და მისი მგზავ­რე­ბი ერ­თნა­ი­რად კომ­ფორ­ტუ­ლად იმ­გზავ­რე­ბენ რო­გორც ქა­ლაქ­ში, ასე­ვე უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე ახალ მო­დელ­თან ერ­თად, წინა თა­ო­ბის RAV4 გავ­ტეს­ტეთ.

ავ­ტოდ­რომ­ზე მგზავ­რო­ბის დროს, ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა რომ უახ­ლე­სი მო­დე­ლი უფრო მსუ­ბუ­ქი, უხ­მა­უ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლია. ხოლო უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, მან შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი გვაჩ­ვე­ნა. რთუ­ლად სა­მოძ­რაო მო­ნაკ­ვე­თებს ახა­ლი RAV4 მარ­ტი­ვად, თა­მა­მად და ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­და.


სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლია დი­ზა­ი­ნის დე­ტა­ლე­ბიც: ციფ­რუ­ლი უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე აუმ­ჯო­ბე­სებს მძღო­ლის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალს, ახალ მო­დელ­ში ვხვდე­ბით პა­ნო­რა­მულ ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბულ ლუქს, ვენ­ტი­ლი­რე­ბად სა­ვარ­ძლებს, უსა­დე­ნო და­ტენ­ვის სის­ტე­მასს­მარ­ტფო­ნი­სათ­ვის და ხუ­თამ­დე USB პორ­ტს სა­ლონ­ში. აჩ­ქა­რე­ბის­თვის მას მხო­ლოდ 8, 1 წამი სჭირ­დე­ბა და წინა მო­დელ­თან შე­და­რე­ბით 13 %-ის ნაკ­ლებ საწ­ვავს მო­იხ­მარს.


(R)

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

06-03-2019 12:20
წყარო: intermedia.ge