ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება

ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება


გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგში" წერს: "ეს ცეკვა ქართულია და გარდა ქართველისა, მას ვერ იცეკვებს ვერავინ - რასსა არ ეყოფა. ვაჟი გამოიხმობს სათნოების დაჰს ქართველს. რამდენი ვაჟური შეტევა და რამდენი ქალური გარინდება?! რამდენი კამარა სიყვარულის თუ ტრფიალის პოემის?! ბოლოს - თითქოს ქალის დატყვევება და აჭრილი კამარათი მისი გატაცება, მაგრამ არა... ტყვექმნილი ქალი ვაჟის მკლავებისათვის მთელი სხეულით გადახსნილი (თითქო ეს გადახსნილი სხეული აფეთქილი გულია მარტო) უეცარი მოსხლეტით ვაჟის რკალიდან გავარდება ქალწულური დარცხვენით. ცეკვა თითქოს წყდება - არ თავდება. ეს ბეჭედია ქართული რასსის და მისი სირაინდის".


ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება


არაა რასიზმი ის, რომ გიყვარდეს შენი ხალხი და გინდოდეს საკუთარი კულტურის დაცვა იმ სახით, რა სახითაც ის ათასწლეულთა განმავლობაში არსებობდა დღემდე, გინდოდეს მისი შენახვა, მოფრთხილება და განვითარება. არ გინდოდეს საკუთარი ეროვნული სახის დაკარგვა. ეს არა რასიზმი, არამედ კონსერვატიზმია. ვისაც არ ესმის ის, თუ რას ვამბობ და რას ვგულისხმობ, წარმოიდგინოს პიგმეების მიერ ნაცეკვი "დაისი", ან ჩინელების მიერ ნამღერი "ჩაკრულო" და ადვილად მიხვდება თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჯიშის პრეზერვაცია და დაცვა.


ლიკა ქავჟარაძე


ამით ხომ მსოფლიოს დაეკარგება მთელი ცივილიზაცია - თეთრკანიანთა ერთ-ერთი ერის ათასწლოვანი კულტურა და მისი სახე. სიმღერა, ცეკვა, მანერები, რომელიც ქმნის იმ სიღრმეს, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ჯიშს შეუძლია და მხოლოდ მას უხდება. მაგალითად ხალხური ცეკვები ისეთი ფენომენია, რომ მარტო იმ ხალხს უხდება, ან იმ ხალხის ძალიან მსგავთ, სადაც ის ჩამოყალიბდა ათასწლეულების განმავლობაში. თუ ეს ელემენტი დაიკარგება, ის ვეღარასოდეს ანაზღაურდება და მხოლოდ ჩანაწერებზე შემორჩება.


მაკა ასათიანი


ტიბეტელების ან ჩინელების მიერ შერულებულ "ჩაკრულოს" აღარ გაუშვებდნენ კოსმოსში. ინდუსების ან მონღოლების მიერ შესრულებული მრავალჟამიერი აღარ დააყენებს ბალანს ყალყზე. მე არა დეკადანსი და გადაშენება, არამედ გადარჩენა და წინსვლა მინდა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა დანარჩენი ცალკეული ერისა და მათი ფენომენალური გამოვლინებების. ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება და უნდა, რომ კაცობრიობა ჩაყაროს გუდაში, თავი მოუკრას, შეანჯღრიოს და დაელოდოს იქიდან რა გამოვა, არის უდიდესი ძვირფასეულობის სასწორზე შემგდები ექსპერიმენტატორი, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ერების ან რასების, არამედ მთელი კაცობრიობის, მისი ცივილიზაციის, ისტორიის, კულტურის და მომავლის მტერია. ამ ადამიანთა ალეგორიული სახე გახლავთ დაისის მოცეკვავე პიგმეები.


ლეილა ყიფიანი


რა სჯობს მრავალფეროვან, ლამაზ მსოფლიოს, სადაც ყოველი კულტურა შენარჩუნებულია თავისი ხალხითურთ? რა სჯობს იაპონური იაპონიის ხილვას, ან ფრანგულ საფრანგეთს, არაბულ არაბეთს, ანდაც აფრიკულ აფრიკას. სადაც ჩახვალ და დაგვხდება ყოველი ერის საინტერესო და ლამაზი კულტურა, ხალხთა უძველესი და ლამაზი სახე, შენარჩუნებული ყველაფერი საუკეთესოს რაც ჰქონდათ მათ წინაპრებს და შეძენილი ყოველივე საუკეთესოსი, რაც კი სხვა ერებს შეუქმნია ახალი და სასარგებლო განვითარებისთვის და წინსვლისთვის? ამის საუკეთესო მაგალითი იაპონიაა, შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნული სახე, ჯიში, საუკეთესო ტრადიციები, და შეითვისეს უახლესი და შეიტანეს დიდი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში პირველ რიგში საკუთარი თავის განვითარების გზით, მაგრამ ფესვებთან მოუწყვეტლად.


ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება


მე არ მომეწონება მსოფლიო, სადაც რომელიმე ქვეყანაში ან კონტინენტზე ჩავალ და არ დამხვდება იმის ნატამალიც კი, რასაც ვკითხულობდი, რაზეც ვოცნებობდი, რაც მომწონდა და მაინტერესებდა და იქნება ყველა ერთი ფერის და ერთი ნირის. მე არ მინდა მთელი მსოფლიო იყოს ჩინეთი, აფრიკა ან ევროპა. მე არ მომეწონება შავკანიანი სამურაი, არ მომეწონება ჩინელი ბედუინი, არაბი ვიკინგი.... ეს არის სიმახინჯე. ნუ გავანადგურებთ მრავალფეროვნებას, მოვუფრთხილდეთ ამ შეუფასებელ სიმდიდრეს რომელიც ბუნებრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა დედამიწაზე. კაცობრიობის ყოველი კულტურა, რასა, ერი, ენა, ეთნოსი ძალიან დასაფასებელია და მათი გაქრობა ან ამის სურვილი - დიდი დანაშაული. განვითარება უნდა მოხდეს არა სახის დაკარგვის ხარჯზე, არამედ სახის შენარჩუნებასთან და კიდევ უფრო დახვეწასთან ერთად, რაც შეიძლება ახლოს სრულყოფილებამდე.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. სუმელა - მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


06-03-2019 18:08
წყარო: intermedia.ge