სტოკჰოლმისა და ლიმას სინდრომი

სტოკჰოლმის სინდრომი – ესაა პარადოქსალური მიჯაჭვულობა და სიმპათია, რომელიც უჩნდება მძევალს აგრესორის მიმართ.


image

მოვლენას სახელი დაარქვა შვედმა კრიმინალისტმა ნილს ბეიეროტმა ქალაქ სტოკჰოლმში 1973 წლის 23 აგვისტოს მომხდარი რეალური ფაქტიდან გამომდინარე. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ–ერთ ცენტრალურ მოედანზე გაქცეულმა შეიარაღებულმა პატიმრებმა, 32 წლის იან–ერიკ ოლსონმა და მისმა 26 წლის თანამზრახველმა – კლარკ ოლფსონმა დაიკავეს ბანკი და მძევლად აიყვანეს 4 ადამიანი. 3 ქალბატონი: 31 წლის ბრიგიტა ლუნდბერგი, 26 წლის ქრისტინა ენმარკი და 21 წლის ელისაბეტ ოლდგრენი. ასევე 26 წლის მამაკაცი – სვენ სეფსტრემი. ექვსდღიანი ტყვეობის განმავლობაში ეს ექვსეული გამუდმებით იმყოფებოდა ბანკის ბრონირებულ საცავში. ბოროტმოქმედები მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, იარაღს და მანქანას.

ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებს და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. იმდენად უჩვეულო, რომ ოპერაციის დასრულებისა და დამნაშავეების დაკავების შემდეგ ბანკის მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. ეს ადამიანენი პოლიციას მტრად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და მათზე იქორწინეს კიდეც (თუმცა ზოგიერთი წყაროდან გამომდინარე, მათ შორის ქორწინების ფაქტი არ აღნიშნულა)



მოცემულ მოვლენას ხსნიან როგორც ქვეცნობიერში არსებულ დაცვის მექანიზმს. ადამიანს ახასიათებს ადაპტაციის უნარი, ის სტრესულ გარემოში მოხვედრის დროსაც კი ცდილობს, რომ თავი დაცულად იგრძნოს, შეეგუოს მოცემულ სიტუაციას. ამ მექანიზმს ფსიქოანალიტიკოსმა ანა
ფროიდმა (ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი) აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. მაშინაც კი როცა სტრესული სიტუაცია ამოიწურება, ეს ემოციები რჩება, რადგან ყოფილ მსხვერპლს ეს ემოციები ვიზუალური სიხარულის განცდას აძლევს და მას არ უნდა სიხარული იმ კაცის სიძულვილზე გაცვალოს, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა. ამგავარად დამნაშავეზე, მომხდარიდან რამდენიმე წლის მერეც კი საუბრობენ, როგორც კარგ ადამიანზე.


image


სტოკჰოლმის საწინააღმდეგო-ლიმას სინდრომი

ლიმას სინდრომი - ეს გახლავთ სტოკჰოლმის სინდრომის შებრუნებითი ვერსია, როდესაც მოძალადეს უჩნდება სიმპათია მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული სახელი უკავშირდება ფაქტს, რომელიც მოხდა ლიმაში (პერუ), სადაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ იაპონიის საელჩოს და მძევლად აიყვანეს 483 ადამიანი. ყველა მათგანი უკლებლივ გათავისუფლებული იქნა თვითონ გამტაცებლებისვე მიერ.

06-03-2019 19:30
წყარო: intermedia.ge