სამი სიტყვა, რომლის თქმაც არ უნდა დააგვიანოთ-სიყვარულის სევდიანი ისტორია

მე-9 კლასი

როცა ვიჯექი იქ, კლასში ინგლისურის გაკვეთილზე, ვუყურებდი გოგონას, რომელიც ჩემს წინ იჯდა. ის იყო როგორც ვეძახდი"ჩემი საუკეთესო მეგობარი".

დიდხანს ვუყურებდი მას, მის ულამაზეს თმას, როგორ მინდოდა რომ ის ჩემი ყოფილიყო. მაგრამ ის ვერ ხედავდა ჩემს სიყვარულს და ეს მე ვიცოდი. გაკვეთილის შემდეგ ის მოვიდა და მთხოვა გაცდენილი გაკვეთილის ჩანაწერები. მე მას გადავეცი ისინი, მან კი მაკოცა ლოყაზე და მითხრა "მადლობა". მინდოდა მეთქვა, რომ სცოდნოდა, რომ არ მინდოდა მე მასთან მხოლოდ მეგობრობა. მე ის მიყვარს, მაგრამ მე მცხვენია, არვიცი რატომ.image


მე-10 კლასი

სატელეფონო ზარია. ის მირეკავს აცრემლებული. მიყვება, რომ მისმა შეყვარებულმა გული ატკინა. მთხოვს, რომ მივიდე, რადგან მარტოდ ყოფნა არ სურს. მე მივედი, როორც ისურვა. როცა ის სავარძელში იჯდა, მე ვუყურებდი მის ლამაზ თვალებს, მსურდა რომ ჩემი ყოფილიყო ის. 2 საათის შემდეგ, მან გადაწყვიტა რომ დაეძინა. მითხრა "მადლობა" და მაკოცა ლოყაზე. მინდოდა მეთქვა, რომ სცოდნოდა, რომ არ მინდოდა მე მასთან მხოლოდ მეგობრობა. მე ის მიყვარს, მაგრამ მე მცხვენია, არვიცი რატომ.

მე-11 კლასი

ერთი დღით ადრე, სკოლის ბანკეტამდე, ის მოვიდა და მითხრა: ჩემი შეყვარებული ავადაა და იქნებ შენ იყო ჩემი მეწყვილე. მე დავთანხმდი, რადგან არასდროს მიმიტოვებია როცა დახმარება ესაჭიროებოდა. წავედით ბანკეტზე როგორც "მეგობრები".

იმ ღამით, ბანკეტის დასრულებამდე მის წინ ვიდექი. ვუყურებდიუ მას, ის კი მიღიმოდა. მინდოდა ის, ჩემი ყოფილიყო. მაგრამ ის ამას ვერ ამჩნევდა და მე ეს ვიცოდი. დასრულებისას მითხრა "მადლიბა" და ლოყაზე მაკოცა. მინდოდა მეთქვა, რომ სცოდნოდა, რომ არ მინდოდა მე მასთან მხოლოდ მეგობრობა. მე ის მიყვარს, მაგრამ მე მცხვენია, არვიცი რატომ.


გამოსაშვები საღამო

გავიდა დრო ძალიან სწრაფად. უკვე სკოლას ვამთავრებდით. ის ანგელოზს გავდა. როგორ მინდოდა, რომ ის ჩემი ყოფილიყო, მაგრამ ის ვერ ამჩნევდა ჩემს სიყვარულს და ეს მე ვიცოდი. იმ დღეს ჩამეხუტა და მითხრა"შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მადლობა შენ!"მინდოდა მეთქვა, რომ სცოდნოდა, რომ არ მინდოდა მე მასთან მხოლოდ მეგობრობა. მე ის მიყვარს, მაგრამ მე მცხვენია, არვიცი რატომ.


რამდენიმე წლის შემდეგ

მე ეხლა ტაძარში ვარ.... ეს გოგონა თხოვდება. ეხლა გავიგონე როგორ თქვა "დიახ"... ის სხვა ადამიანთან ერთად იწყებს ახალ ცხოვრებას. როგორ მინდა, რომ ჩემი იყოს. მაგრამ ის ვერ ამჩნევდა ამას. მე ეს ვიცოდი. სანამ წავიდოდა, ჩემთან მოვიდა, მითხრა-"მოხვედი! მადლობა" და მაკოცა ლოყაზე. მინდოდა მეთქვა, რომ სცოდნოდა, რომ არ მინდოდა მე მასთან მხოლოდ მეგობრობა. მე ის მიყვარს, მაგრამ მე მცხვენია, არვიცი რატომ.

დაკრძალვა....

წლები გაფრინდა. მე ვიყურებოდი ქვემოთ, კუბოზე, რომელშიც იწვა გოგონა რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ისინი კითხულობდნენ მის დღიურს, რომელსაც წერდა სკოლის პერიოდში.

იქ ეწერა:

მე მას ვუყურებდი, მინდოდა ის ჩემი ყოფილიყო, მაგრამ ის ვერ ხედავდა ჩემს სიყვარულს და მე ეს ვიცი. მე მინდოდა მეთქვა, რომ სცოდნოდა, მე მასთან მხოლოდ მეგობრობა არ მსურდა. მე ის მიყვარს, მაგრამ მცხვენია და არვიცი რატომ. როგორ მინდა, რომ მითხრას, რომ ვუყვარვარ!


ბედნიერებისთვის, რომელიმე ჩვენთაგანს უნდა ეთქვა ეს სამი სიტყვა..

06-03-2019 21:59
წყარო: intermedia.ge