ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

ეს წვნიანები თქვენს კუჭს არ გადატვირთავს და სიმსუბუქის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

image

სუპ-პიურე მწვანე ბარდით და პიტნით

უჩვეულოდ გემრიელი წვნიანი სასიამოვნო ფერით.

ინგრედიენტები:

ერთი შეხედვით მწვანე ბარდა და პიტნა შეუთავსებელი პროდუქტებია, მაგრამ ისინი ჰარმონიულ გემოს ქმნიან. გირჩევთ, წვნიანი სუფრაზე ცხელი სახით გაიტანოთ.

რეცეპტისთვის გაყინული მწვანე ბარდა გამოდგება, კონსერვის ბარდით მისი ჩანაცვლება არ ღირს. გემო და გარეგნული მხარე სხვანაირი იქნება. დაახლოებით 3 თეფში გამოვა.

მომზადება:

1.ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით.

2.კარტოფილი გაასუფთავეთ, მცირე ზომის კუბებად დაჭერით.

3.პიტნის ფოთლები წვრილად დაჭერით.

4.სქელი ძირის ქვაბში კარაქი მოათავსეთ და გაადნეთ.

5.ხახვი დაუმატეთ და 3-5 წუთით დარბილებამდე შეწვით.

6.500-600 მლ წყალი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და მარილი მოაყარეთ.

7.კარტოფილი დაუმატეთ და 10-15 წუთით ხარშეთ, სანამ კარტოფილი დარბილდება.

8.მდუღარე წვნიანს ბარდა დაუმატეთ.

9.პიტნა დაუმატეთ.

10.ადუღებიდან 1-2 წუთით კიდევ ადუღეთ.

11.წვნიანი ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ, კრემის მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ.

12.წვნიანი კვლავ ქვაბში დააბრუნეთ და ნაღები დაუმატეთ (1-2 ს/კ ნაღები გასაფორმებლად დაიტოვეთ)

13.აურიეთ, სასურველ ტემპერატურამდე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.

14.თბილი წვნიანი თეფშზე გადაიტანეთ, ზემოდან ნაღებით და პიტნის ფოთლებით გააფორმეთ.


თევზის წვნიანი მინტაისგან

ინგრედიენტები:

მომზადება:

1.მინტაის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და მდუღარე წყალში მოათავსეთ.

2.10 წუთით ხარშეთ. კარტოფილი და სტაფილო კუბებად დაჭერით და მინტაის დაუმატეთ.

3.თევზის წვნიანს მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ. მომზადებამდე ხარშეთ.


წიწიბურას წვნიანი ქათმის ბულიონში

ინგრედიენტები:


მომზადება:

1.ბულიონისთვის ქათმის ბარკალი აიღეთ, კარგად გარეცხეთ და 2 ლიტრი მოცულობის ქვაბში ჩადეთ, 4-5 ცალი ბაჰარი, მწიკვი მარილი, დაფნის ფოთოლი, გასუფთავებული კბილის ნიორი დაუმატეთ და ყველაფერს ცივი წყალი დაასხით.

2.ბულიონი დაბალ ცეცხლზე 40-50 წუთით ადუღებამდე ხარშეთ. ქაფი მოხადეთ.

3.ხახვი კუბებად დაჭერით, სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

4.ბოსტნეული მცენარეულ ზეთში ოქროსფრამდე შეწვით.

5.კარტოფილი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და კუბებად დაჭერით.

6.წიწიბურა გადაარჩიეთ და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

7.როცა ბულიონი მზად იქნება, ქათმის ბარკალი ამოიღეთ, დაანაწევრეთ და კვლავ ბულიონს დაუმატეთ, შემდეგ კარტოფილი და წიწიბურა დაუმატეთ. 15-20 წუთით კარტოფილის მომზადებამდე ხარშეთ.

8.როგორც კი კარტოფილი მოიხარშეთ, წვნიანს მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. წიწიბურას წვნიანი სუფრაზე გატანამდე დაჭრილი მწვანილით მორთეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

2. ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

3. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

4. მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

5. “მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?

6. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

7. სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

8. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

9. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

10. სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

06-03-2019 22:36
წყარო: intermedia.ge