პეტრე კოლხის სკანდალური ინტერვიუ - რას პასუხობს მამაო აღშფოთებულ საზოგადოებას

ჟურნალ "სარკიდან" ამონარიდი მამა პეტრეს ინტერვიუ მთელი დღეა განხილვის საგნად იქცა.


ნიუსებმა სკანდალური სათაურებით "გოგოების ნაწილი მწერს, რომ ჩემთან სექსი უნდათ" სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვა და საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია.

ზოგი ადამიანი ბრაზს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებს მამა პეტრეს მისამართით და არაერთ სალანძღავ სტატუსს უძღვნის მას, ზოგი კი პირიქით, ამხნევებს სასულიერო პირს და დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ჟურნალისტის მიერაა გამოგონილი, რათა ამით პოპულარობა მოუტანოს როგორც საკუთარ თავს, ასევე ჟურნალს.

ასევე მთელი დღის განმავლობაში უწევს პეტრე კოლხს განმარტების გაკეთება აღნიშნულ ინტერვიუზე.

მისი მიერ გამოქვეყნებულ სტატუსებს სოციალურ ქსელში, სადაც მამაო ამ სკანდალურ ინტერვიუზე საუბრობს, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს.


როგორც პეტრე კოლხი რამდენიმე სტატუსიდან ერთ-ერთში წერს, ის რაც დღეს ჟურნალისტმა გააკეთა უპასუხოდ არაფრით დარჩება.

"ჟურნალისტიკა ობიექტურობაზე, ჰუმანიზმზე, პატიოსნებაზე უნდა იდგეს, ჩვენ ქვეყანაში ეს პირიქით ხდება...
არასდროს ვამბობ უარს ინტერვიუზე. არა იმიტომ, რომ დახარბებული ვარ, უბრალოდ, თავს არ ვიფასებ... რამის თქმა თუ მსურს, მკაფიოდ და აშკარად ჩემი სოციალური ქსელის მეშვეობითაც ვაფიქსირებ...
კიდევ კარგი, ყველა სატელეფონო ინტერვიუს ტელეფონში ვიწერ...
ის რაც დღეს ერთმა ჟურნალისტმა გააკეთა, უპასუხოდ არაფრით დარჩება...
სხვა დანარჩენმა კი გაითვალისწინოს!.."


მისივე თქმით, მასკარადიც ამოიწურა და უკვე აღარც ეცინება და აღარც ეტირება.


"როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო ყველა მიწასთან გაასწორონ.
თითქოს უხარიათ კიდეც, თუ ვინმეს რამე შეეშალა. მიზეზი ეძლევათ ძირიანად ამოთხარონ...
ეს არის მხარში დგომა, სიკეთის კეთება, ჰუმანიზმი... ასე გვესმის ადამიანობა...
ამიტომ ვართ ასეთ უბედურ დღეში... ცოცხალს ვკლავთ, მიცვალებულს დავსტირით...
თან კარს არის შენდობის დღე მომდგარი... გამოცხვება საპატიებელი სტატუსები...
უკვე აღარც მეცინება, აღარც მეტირება... მასკარადიც ამოიწურა...
სად ვართ, საერთოდ!.."- წერს პეტრე კოლხი.


ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვს ჟურნალს და მის ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა.


დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.



image

06-03-2019 23:44
წყარო: intermedia.ge