6 პრაქტიკული რჩევა Gmail-ში სამუშაოდ

image



1.გაგზავნილი შეტყობინების გაუქმება

თუ გააგზავნით შეტყობინებას და დაუშვებთ შეცდომას, ყოველთვის შეძლებთ მის გამოსწორებას. ამ ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ დააყენოთ გაუქმების მაქსიმალური დრო.

image

2.შაბლონები

თუ გიწევთ ბევრი ერთი შინაარსის შეტყობინების გაგზავნა, შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტი და აღარ მოგიწევთ ხელახლა ერთი და იგივე ტექსტის ბეჭდვა.

image3.ავტომოპასუხე

ეს ფუნქცია დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ დროებით არ გექნებათ წვდომა ელ-ფოსტასთან. მისი მეშვეობით თქვენ მიერ არჩეული დროის მონაკვეთში შემოსულ შეტყობინებებზე ავტომატურად გაიგზავნება ტექსტი.image4.Google Offline

აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შეძლებთ იმუშაოთ Google-ში არსებულ დოკუმენტებთან ინტერნეტის გარეშე.

image5.დამატებითი კოდის გაგზავნა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი პერსონალური მონაცემები. პაროლის შეყვანის გარდა, თქვენ ასევე გადმოგეგზავნებათ დამატებითი კოდი ტელეფონის ნომერზე. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა გზები, რომ გავხადოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები უფრო უსაფრთხო.
image

6.https://unroll.me/

თუ გაქვთ გამოწერილი სიახლეები და მუდმივად მოგდით შეტყობინებები, რომლის გაუქმებაც გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი.image


07-03-2019 4:34
წყარო: intermedia.ge