ვაჟა-ფშაველას ,,სინდისი'' – მორალურ-ზნეობრივი ასპექტები

image

ადამიანის ადამიანურობა მის ღირსებაში მდგომარეობს. ადამიანის ადამიანურობის დადგენა გულისხმობს ადამიანის წვდომის განსხვავებულ დონეს. პირველ ეტაპზე ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანი არის გონიერი ცოცხალი არსება. მეორე დონეზე კი ვკითხულობთ, თუ რა არის ადამიანის ადამიანურობა? ადამიანის ადამიანურობა ვლინდება მის ყოფიერების წესში. ეს არის მისი ღირსება. ადამიანი თავისი ბუნებით ცოცხალი არსებაა, (ბიოლოგიური) თავისი არსებობის წესით - სოციალური არსებაა, (სოციალური) ხოლო თავისი ღირსებით - არის გონითი (ღვთაებრი­­­­­ვი) არსება. ადამიანის ადამიანურობა, მისი ღირსება არის თავისუფალი აზროვნება. [ჰაიდეგერი 2012 :173]

ჰაიდეგერისათვის ადამიანის ღირსება არის ადამიანის ექსისტენციალურ-ონტოლოგიური განმარტება, რომელიც საფუძვლად უდევს და განსაზღვრავს ადამიანის ღირსების ონტიურ გაგებას. სამწუხაროდ, ფილოსოფოსის აზრით, თანამედროვე ეპოქა ებრძვის ღირსებას და ძალაუფლებისადმი ნება თავის მტრად აცხადებს ამ უკანასკნელს, რომელიც არ ემორჩილება მის ტოტალური ბატონობის სურვილს, მაშასადამე, გამოდის, რომ ადამიანმა დაივიწყა ღირსება, რაც პრობლემას წარმოადგენს. ჰაიდეგერის მოსაზრებით, გამოსავალი კი ერთია - ადამიანი შემობრუნდეს საკუთარი ღირსების გააზრებისკენ. [ჰაიდეგერი 2012:145]



ფილოსოფოსი განასხვავებს ადამიანის შემეცნების სამ დონეს: პირველ დონეზე იკვლევენ ადამიანის ბუნებას. მეორე დონეზე იკვლევენ ადამიანს, როგოც არსებულის არსებობის წესს და სხვა არსებულებთან მის მიმართებას და მესამე დონეზე ცდილობენ აღმოაჩინონ ადამიანის ღირსება მის ექსისტენცში-ადამიანის ყოფიერების ჭეშმარიტების შიგნით ყოფნაში. [ჰაიდეგერი 2012: 150]

ჰაიდეგერის აზრით, სირთულეს შეიცავს ადამიანის განსაზღვრა სიცოცხლის ფენომენისადმი, როგორც ადამიანის არსებობის წესიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში ადამიანი მოქცეულია ცხოველსა და ღმერთს შორის. ცხოველთან მას “აშორებს’’ და “აახლოებს’’ ის, რომ ცოცხალი არსება ჩვენთვის ყველაზე ახლობელია და მეორე მხივ კი - ჩვენი ეკ-სისტირებადი არსისაგან უფსკრულით არის გამჯნული, ამის საპირისპიროდ ადამიანისა და ღმერთის სიახლოვე თითქოს უფრო ახლობელია ჩვენი ექსისტირებადი არსებისათვის, მაგრამ მათ შორისაცაა განსხვავება, აქედან გამომდინარე შეიძლეაბ ითქვას, რომ შედარება არ არის დამიანის ადამიანობის, მისი უნიკალურობის დადგენისა, რომელიც თავის თავში შეიძლება არ აერთიანებდეს საპირისპირო საწყისებს, მაგრამ საპირისპირო საწყისებთან აქვს მიმართება. [ჰაიდეგერი 2012:151]

მორალის გენეოლოგიაში, ნიცშე ცდილობს, იუდო-ქრისტიანული მორალი ნატურალისტიკური პერსპექტივიდან შეისწავლოს. ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს საკითხის მხოლოდ მატერიალისტურ ახსნა-განმარტებას და უარყოფს ყველანაირ ზებუნებრივ ან მეტაფიზიკურ მიდგომას. ნიცშე, იუდო-ქრისტიანული მორალის ჩამოყალიბებას და განვითარებას ისტორიულ კონტექსტში განიხილავს და გვთავაზობს სამ ესეს, რომელთაგანაც თითოეული, მორალური ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს შეისწავლის. პირველი ესე იკვლევს ცნებებს კეთილის და ბოროტის შესახებ. მეორე ესე განიხილავს ჩვენს მორალურ სინდისს, ისევე როგორც პასუხისმგებლობის და სასჯელის ცნებებს. მესამე ესე იკვლევს ცხოვრების აზრის თანამედროვე ინტერპრეტაციას, რასაც ნიცშე უწოდებს „ასკეტურ იდეალს.”

https://berdimilia.wordpress.com/2018/02/26/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%A0/





ზეკაცისათვის, რომელსაც ნიცშე ადამიანის უმაღლეს ტიპად, უმაღლეს რასად, იდეალად წარმოგვიდგენს, სრულიად უცხოა სიკეთისა და მოვალეობის, სინდისის ქენჯნისა და ცოდვის ცნობიერების ტრადიციული ცნებები. იგი ბოროტებისა და სიკეთის მიღმა დგას, იმორალისტია. ზეკაცი აფუძნებს სულ სხვა მორალს, სხვა ღირებულებებს-არისტოკრატიულ მორალს, იმისათვის, რომ ამ ახალმა ღირებულებებმა გაიმარჯვოის, საჭიროა გადაილახოს, დაიძლიოს ტრადიციული, ქრისტიანული მორალი, რომელიც ნიცშეს მიხედვით, მიუხედავად “ღმერთის სიკვდილისა’’ ძალაშია.




ქრისტიანული მორალის დასაძლევად, მის საბოლოო უარსაყოფად ნიცშე ირჩევს რადიკალურ საშუალებებს. იგი ცდილობს ტრადიციული მორალის კრიტიკას მის ჩანასახშივე. ნიცშეს ნაშრომში “მორალის გენეალოგიისათვის’’ საუბარის ძირითადი დებულება ისაა, რომ ტრადიციული მორალი სუსტებისა და ავადმყოფების მორალია, იგი რეაქციაა უფრო ადრე არსებულ არისტოკრატიულ მორალზე, ღირებულებებზე.

არიტოკრატიული მორალი, ნიცშეს აზრით, ბატონობდა წარმართულ ხანაში, ჯანსაღ ანტიკურობაშ, რაც შეეხება ქრისტიანულ მორალს ანუ “მონათა მორალს’’ ესაა შედეგი მონათა ჯანყისა მორალში, ეს უკანასკნელი კი ნიცშეს გაგებული აქვს, როგორც, დამონებული ებრაელი ხალხის სულიერი ჯანყი რომის იმპერიის მიმართ, ისრაელმა, ნიცშეს აზრით, მოახერხა თავისი მტრის ღირებულებების გადაფასება და განახორციელა სულიერი შურისძიება. [პოპიაშვილი, 1988: 202-203]




პიროვნების ღირებულებათა სათავეშია ადამიანის შინაგანი ხმა, სინდისი, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს, ესმის და აცოცხლებს თავის არში. მახსენდება ვაჟა-ფშაველას “სინდისი’’, სადაც სიმართლის ხმა ადამიანში გაქცევას ცდილობს ცოდვიანი დედამიწიდან, რადგან იმდენად მძიმეა, ბოროტია, დაუნდობელია სამყარო, რომ არ უნდა აქ გაჩერება ნათელ, ციურ ფერებში ილტვის.

“ჯერ ისევ სველი-

ძმის სისხლით-ხელი

ჰქონდა ძმის მკვლელსა,

ცოდვისა მქმნელსა’’ [ვაჟა-ფშაველა, ტომი-IV, 1964:225]



შურით სავსე კაენის გულმა მოკლა აბელი, საკუთარი ძმა, რასაც ცაცა და ვარსკვლავებიც კი დასტიროდნენ სიკვდილის შემზარავმა ხმამ ყველა შეაშფოთა, აბელის სისხლი იქცა დიდ ტბად, რომელიც ცაში აიზიდა და იქიდაან მოედო მთელს ქვეყანას, როგორც ნისლი.

“ხმელეთი სრულად

ზღვაა სისხლისა

და არ იწყნარებს

სჯაბნის ვინც ვისა ‘’ [ვაჟ-ფშაველა, ტომი -IV, 1964: 227]



და ამ წუთიდან შინაგანი ხმა დამნაშავეს, ძმის მკვლელს, სულს უწრიალებს, მოსვნების საშუალებას არ აძლევს, სიმშვიდეს უნგრევს, რადგან ეს არის სიმართლის ხმა, რომელიც ცდილობდა და ეურჩებოდა კაენს არ ჩაედინა ეს სასიკვდილო ცოდვა, კაენი თავმომწონედ აღნიშნავს, რომ მას შესწევს ძალა დაამარცხოს გულისთქმა, რომელიც აიძულებს სინანულს. შეუბრალებელია კაცის გული. კაენს ისეთი სიცოცხლე სწადია, რომელიც ნამდვილს ჰგავს, არ სურს დარდის ბუდედ ყოფნა, მწარე ფიქრები და გლოვა, იმდენად მძიმეა დედამიწა, რომ ეს შინაგანი სულიერი ხმა, რომელიც, ვფიქრობ, საძირკველია პიროვნებად ყოფნისა და ადამიანობის ფენომენის შენარჩუნებისა “თმა-გაწეწილი“ და “ნაცემ-ნაგვემია’’, უფალს ევედრება წაიყვანოს სისპეტაკესა და სისუფთავეში, ცაში ააფრინოს, რადგანაც სისხლმოწყურებულ ხალხთან მან ვერაფერი გააწყო.

“მუხლ-მოდრეკილი

ვდგევარ შენს წინა

ქვეყნად ცხოვრება

მძულს, მომეწყინა’’ [ვაჟა-ფშაველა, ტIV, 1964 :236]




მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხალხი გაჩნდა ქვეყანაზე, სხვა ზნეობა და კვდება სინდისი, რადგან მაცოცხლებელ ძალას, თვისებებსა და გრძნობებს ვეღარ პოულობს უფალი ღმერთი ყოვლისა მქმნელი, რომელიც არის ზეციდან წამოსული ხმა არ აძლევს დანებების უფლებას, რადგან სინდისის სიკვდილი კაცობრიობის სიკვდილს უდრის.

“რამ დაგალაჩრა

რისთვისა ჰკრთები?’’ [238]




კაენმა ჩაიდინა სასიკვდილო ცოდვა და მოკლა საკუთარი ძმა აბელი, რითაც არა მარტო თვითონ გაერია სისხლში, არამედ მთელი კაცობრიობა, დედამიწა ჩააფლო ამ ტკივილში, სისხლისფერ ტრაგედიაში. ყოვლადმაღალი და ძლიერი ღმერთი მხნეობისა და სიძლიერისკენ მოუწოდებს ამ სინდისს, არსებობის საზრისს.

“გიბრძანებ კვალად

განასპეტაკო ქვეყანა ძალად

დაადეგ თავზე

ამოწვდილ ხმალად’’! [ვაჟა-ფშაველა, ტ IV, 1964:238]




მე ვიზიარებ ვლადიმირ სოლოვიოვის მოსაზრებას, რომელიც აღნიშნავს, რომ სინდისის წინაპირობა სირცხვილის გრძობაა, რომელზეც უნდა ამოიზარდოს ეს ადამიანის სულის ხმა. სინდისი და სირცხვილი სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ, მაგრამ მათ სათქმელი საერთო აქვთ განარჩიონ კეთილი და ბოროტი საქმე, უღისრობა კი ღირსეულობისგან.



როდესაც ჰუმანურობაზე მსჯელობს ჰაიდეგერი აღნიშნავს, რომ ამ ტერმინმა დღეისობით არსი დაკარგა სიტყვაა ჰუმანიზმა დაკარგა თავისი საზრისი. ჰუმანიზმისათვის საზრისის დაბრუნება ნიშნავს, ადამიანის არსის და ადამიანის ადამიანურობის ახლებურ, უფრო საწყისისეულად გააზრებას. ჰუმანიზმი პრინციპულად ამქვეყნიური ხასიათის არის და ისევე, როგორც მეტაფიზიკას ახასიათებს ყოფიერების დავიწყება. ჰუმანიზმი არის გონების რაციონალიზმი გარკვეული ტიპის გამოვლინება. [ჰაიდეგერი, 2012 :169]



სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ის, რომ პოემა “სინდისში’’ კაენი არის ბოროტების, არაჰუმნურობის, ადამიანის არსებიბსის საზრისის განადგურების წყარო, რომელიც დანაშაულს ვერც კი იაზრებს ანუ აქ პიროვნება გვხვდება ზნეობრივ-მორალურად დაცემული, დეგრადირებული, საშიში. მიუხედავად მწვავე მანკიერი რეალობის ნათლად წარმოჩენისა, ვაჟა ადამიანთა მოდგმას არ სწირავს და უტოვებს ლიტერატურას უკვდავ გმირებს, ისეტებს, როგორნიც არიან ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა.

“ალუდა ქეთელაური’’ - ალუდა იმდენად ზნეობრივი პიროვნებაა, რომ მისი სახით, ვაჟამ უდიდესი გზა გვიჩვენა ხსნის, ამაღლების, ღირსეულობის, სინდისიერების, ნამდვილი ვაჟკაცობისა და სიძლიერის, რომელიც მხოლოდ ზეკაცისთვის არის დამახასიათებელი, შეიცნო შენს მტერში ვაჟკაცური თვისებები და გეყოს ძალა დააფასო ეს უკანასკნელი. “მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა: ცოდვა არიო’’; ამ მომენტში ისეთ სულიერ სიმაღლეზე დადგა ალუდა, რომ ეს მოვლენა ყველა ადამიანურ, მიწიერ საზღვარს გასცდა. ვაჟამ პიროვნების

მორალური არსებობის იდეა სრულყო, როცა ალუდას სახით მტერზე აამაღლა პიროვნება და ხელახლა დაბადა მასში მეორე ადამიანი.


“სტუმარ-მასპინძელში’’ კი ჯოყოლა იბრძვის ვაჟკაცობისა და ღირსების დასაცავად, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის პატივსაცემად მასში იმდენად ძლიერია სინდისის ხმა, რომ მზადაა ყველასა და ყველაფერს შეებრძოლოს. და როცა ის აღაზას მიუგებს

“იტირე?! მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა

დიაცს მუდამაც უხდება, გლოვა ვაჟკაცის კარგისა. “



ამდენად, პოემა “სინდისში’’ თუ სისხლიან და ცოდვილიან, დაცემულ დედამიწაზე და ადამიანთა გულებში ადგილს ვერ პოულობს სინდისი, ანუ სიმართლის, ზნეობისა და ღმერთის ხმა, “ალუდა ქეთელაურსა’’ და “სტუმარ-მასპინძელში’’ სინდისის, სულიერი აღზევების, სიწმინდისა და სიძლიერის უმაღლეს მწვერვალს ვხედავთ, რადგან პიროვნება იმარჯვებს საკუთარ თავზე, ალუდამ დაამარცხა ყოველგვარი სისუსტე, მტერშიც კი ამოიცნო ღირსება გაარღვია ყველა საზღვარი და ვაჟკაცს ვაჟკაცურად მოექცა, მან მოსპო ადამიანური სიმახინჯე -მტრობა და ქმნა ის, რაც მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ, ვაჟამ თქვა, რომ მტერი არ არსებობს, რაც შეეხება ჯოყოლას ეს არის ნამდვილი ვაჟკაცი სულითა და ხორცით ზნეობრივ-მორალური პიროვნება.

ბერნემ სთქვა:თუ გინდა ორიგინალური, თავისებური მწერალი დაგიძახონ, სწერე ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, როგორც ფიქრობდე, როგორც შენს გულსა და სულს უნდოდეს და მოსწონდესო. ვაჟას სიტყვით, მწერალს სული და გული უნდა გააჩნდეს, დააცქერდეს მას და შემდგომ თქვას ის, რაც სწადია. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ სული და გული ყველას აქვს, მაგრამ ეს ასე არაა! ყველა ცოცხალი ადამიანი სუნთქავს, ფეხზე დაიარება, თუმცა ყველას არ გააჩნია არც სული და არც გული.

მწერლის სული და გული იქიდანა სჩანს, აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, უნდა ქვეყნისათვის, ცხოვრებისათვის სიკეთე, თუ არა. თავი და თავი არსებობისა ვაჟას ხედვით, ცხოვრება უნდა იყოს თავის სიავ-სიკეთითა. მწერალი კიდევ, როგორც გამომხატველი ამ სიცოცხლისა, უსათუოდ ამ წრეში უნდა ტრიალებდეს, მისი გრძნობა იმას უნდა დაჰფოფინებდეს, თვით ცხოვრებიდანვე გამომდინარი და თვით ცხოვრებისაგან შობილი. უამისოდ მწერალი უაზრო ხმაა, გაურჩეველი, გაურკვეველი და ყველასთვის გაუგებარი. [ვაჟა-ფშაველა, ტ-IX 1964:134-137]




ვაჟამ ნათლად აჩვენა, რომ ბოროტების სისხლში დატბორილ სამყაროში არსებობა არ სურს სინდისს, და მისგან განშორება სწადია, რადგან ის თავისი უხილავი არსით, ადამიანისგან დანაშაულის დროს სინანულს ითხოვს, ღირსეულობა მისი ფასეულობაა, სულის სამკაული და მაცოცხლებელი ძალაა, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვაჟას, სურდა ისეთი ქვეყანა და საზოგადოება ყოფილიყო, რომელიც თავისი ქმედებით გაიწმინდებოდა ამ სისხლისგან, სწორედ ეს იმედია რომ არ აძლევს ბოროტებას გამარჯვების უფლებას და სინდისს კი ამ წუთისოფლის დატოვების ნებას, და ზნედაცემულ კაენს და მის რიგებში მდგონ ადამიანებს უპირისპირებს ალუდა ქეთელაურსა და ჯოყოლას, რომელთაც მტერშიც კი შეუძლიათ ღირსების ამოცნობა.

ზნეობა კი ობიექტური გონის განსრულებაა, სუბიექტური გონისა და ობიექტური გონის თვით ჭეშმარიტებაა. ამ უკანასკნელის ცალმხრივობა (ობიექტური გონი) იმაში მდგომარეობს, რომ თავისი თავისუფლება მას ერთი მხრივ უშუალოდ რეალობაში აქვს, მაშასადამე გარეგანში, საგანში აქვს, მეორე მხრივ კი- სიკეთეში, როგორც აბსტრაქტულ ზოგადში. სუბიექტური გონის ცალმხრივობა იმაში მდგომარეობს რომ იგიც თავის შინაგან ერთეულობაში ზოგადის მიმართ აბსტრაქტულადაა თავისთვის განსაზღვრელი. რაკიღა ეს ცალმხრივობები მოიხსნება სუბიექტური თავისუფლება აარის როგორც თავისთავად და თავისთვის ზოგადი გონებითი ნება, რომელსაც ერთეული სუბიექტურიბის ცნობიერებაში თავისთავის ცოდნა და, ამასთანავე სესაფერისი სულისკვეთება აქვს. აგრეთვე თავისი მოქმედებაში გამოვლენა და თავისი უშუალო ზოგადი სინამდვილე ზნეობის სახით. ესაა თვითცნობიერი თავისუფლება, ბუნებად ქმნილი. [ჰეგელი, 1984:296]

ამდენად, ბოროტების სათავე უსიყვარულობა, სიკეთის ნაკლებობა, ზნეობრივად დაცემულობა და ღირსების დაკარგვაა. ის ფუნდამენტური თვისებებია, რაც სჭირდება ადამიანს, რომ ის სახე შეინარჩუნოს რაც უბოძა ღმერთმა, მან ხომ თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი, ამისთვის კი სულის შენარჩუნებაა საჭირო, რაც პიროვნებაში სინდისის აღმოჩენიდან იწყება.




















გამოყენებული ლიტერატურა

07-03-2019 12:19
წყარო: intermedia.ge