ქორწილში სიძემ პატარძალს სცემა(ვიდეო)

image

შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა ინტერნეტით, როგორც ირკვევა შემთხვევა ცენტრალურ აზიაში ხდება, რა დროსაც ასეულობით სტუმრების თვალწინ სიძემ პატარძალს სახეში გაულაწუნა.დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა წაბორძიკდა და ტახტზე დაეცა.



ყველაფერი კი იმით იწყება, რომ საქმრო ტორტის ნაჭერს უდებს პირში საპატარძლოს, შემდეგ პირიქით პატარძალი იღებს ტორტის ნაჭერს და საქმროს ეხუმრება-ტორტის ნაჭერს პირთან მიუტანს და მერე უცებ გამოაცლის, რასაც ბიჭის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელიც სახეში სილის გაწვნით დამთავრდა.

image

აღსანიშნავია, რომ გარშემო მყოფი ხალხის რეაქცია თითქმის ნულია, ვითომ აქ არც არაფერი მომხდარა, თვითონ სასიძო მშვიდად განაგრძობს საუბარს ერთ-ერთ სტუმართან.




ინტერნეტმომხარებლების კომენტარები საკმაოდ მწვავეა:



"ამ ტიპს გაკვეთილები უნდა ჩაუტარონ ადამიანის უფლებებზე, ამ გოგონამ კი დაუყონებლივ უნდა მოითხოვოს გაყრა"



"ვიმედოვნებ, რომ ქორწილი ჩაიშალა"



"ღმერთო ჩემო ამას თუ აკეთებს ათეულობით ადამიანის თვალწინ, წარმოგიდგენიათ რა ელის მაგ გოგოს სახლში?"



"წადი წადი გაიქეცი, ამდენს თუ ბედავს ახლავე, წარმოგიდგენიათ რას იზამს დახურულ კარს მიღმა?"


"დავნიძლავდეთ, მაინც გაჰყვებოდა ცოლად"

07-03-2019 14:39
წყარო: intermedia.ge