რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?


დნმ-ის ჯაჭვი არის ძალიან, ძალიან გრძელი. ამიტომ, მოდით ამ შეკითხვაზე პასუხისთვის უპირველეს ყოვლისა გავიგოთ თავად დნმ-ის შემადგენელი უმცირესი ერთეულები რამდენი ატომისგან შედგება. ამ ერთეულებს ჰქვიათ ნუკლეოტიდები. დნმ-ის შემადგენელი ნუკლეოტიდი თავის მხრივ შედგენილია: 1. პენტოზას შაქრისგან, რომელსაც ეწოდება დეზოქსირიბოზა, 2. ფოსფატის ჯგუფისგან და ასევე 3. ოთხიდან რომელიმე აზოტოვანი ფუძისგან (ადენინისგან, თიმინისგან, გუანინისგან ან ციტოზინისგან)


თითოეული ნუკლეოტიდის შემადგენელი დეზოქსირიბოზას ყოველი მოლეკულა შედგება ნახშირბადის 5 ატომისგან, ასევე წყალბადის 10 ატომისგან და ჟანგბადის 4 ატომისგან. გამოვიდა, რომ ყოველი დეზოქსირიბოზა ჯამში 19 ატომისგან შედგება.


თითოეული ნუკლეოტიდის შემადგენელი ფოსფატის ჯგუფი 4 ატომისგან შედგება.


თითოეული ნუკლეოტიდის შემადგენლობაში არის 4 აზოტოვანი ფუძიდან ერთ-ერთი. აზოტოვანი ფუძეებია: ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი. ამ ოთხიდან ორ-ორი ქმნიან წყვილებს. აზოტოვანი ფუძეები ქმნიან წყვილებს - ადენინი-თიმინის წყვილს, ან გუანინი-ციტოზინის წყვილს. ადენინიანი ნუკლეოტიდი ყოველთვის წყვილდება თიმინის შემცველ ნუკლეოტიდთან, ხოლო გუანინის შემცველი ნუკლეოტიდი - ციტოზინის შემცველ ნუკლეოტიდთან და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად. ასეთი წყვილები თითოეულ ადამიანურ დნმ-ში არის 3 მილიარდი.


ადენინი შედგება 8 ატომისგან,

გუანინი 16 ატომისგან,

თიმინი 6 ატომისგან,

ციტოზინი კი - 7 ატომისგან.


ეს ნიშნავს, რომ არსებობს ნუკლეოტიდთა 4 სახე და ყოველი მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ატომს შეიცავს:

ადენინიანი ნუკლეოტიდი შეიცავს: 19 + 4 + 8 = 31 ატომს.

გუანინიანი ნუკლეოტიდი შეიცავს: 19 + 4 + 16 = 39 ატომს.

თიმინიანი ნუკლეოტიდი შეიცავს: 19 + 4 + 6 = 29 ატომს.

ციტოზინიანი ნუკლეოტიდი კი შეიცავს: 19 + 4 + 7 = 30 ატომს.


აქ უკვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოველი დნმ-მოლეკულა შედგება აზოტოვანი ფუძის 3 მილიარდი წყვილისგან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანში ყოველი დნმ მოლეკულა შედგება 6 მილიარდი აზოტოვანი წყვილისგან დაშესაბამისად 6 მილიარდი ცალკეული ნუკლეოტიდისგან, მაგრამ ასე ატომების გამოთვლა არ იქნება მოსახერხებელი. საჭიროა გამოვთვალოთ თუ საშუალოდ რამდენ ატომს შეიცავს ნუკლეოტიდთა ყოველი წყვილი ამ 3 მილიარდი წყვილიდან.

ადენინი-თიმინის წყვილი სულ შეიცავს: 31 + 29 = 60 ატომს.

გუანინი-ციტოზინის წყვილი სულ შეიცავს: 39 + 30 = 69 ატომს.


საშულო არითმეტიკულით, ნუკლეოტიდთა თითოეული წყვილი შეიცავს: (60+69):2 = 64.5 ატომს. ვთქვათ 64 ატომი.


64X3 = 192. აქედან გავიგეთ, რომ ადამიანში საშუალოდ

ყოველი დნმ-მოლეკულა შეიცავს 192 მილიარდ ატომს.


(ასევე იხილეთ: უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?) აქვე გეტყვით პასუხს - ერთმნიშვნელოვნად და უეჭველად - არა.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


11-03-2019 0:24
წყარო: intermedia.ge