მოგზაურობა ევროპის ქალაქებში - ბუდაპეშტი (11 ადგილი, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ)

ბუდაპეშტი — უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს, რაც 80-იანი წლების პიკის შემდგომი (2.07 მლნ.) ვარდნის შედეგია. 1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა (გერმ. ოფენი) და ობუდას (ძველი ბუდა ან ალტ-ოფენი) შერწყმით პეშტთან მარცხენა (აღმ.) სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთდადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდ. დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია.


image








11 რამ, რაც ბუდაპეშტში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ:



1. ბუდას ციხესიმაგრე - 1265 წელს აშენებული ციხესიმაგრე, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული შენობაა. წარსულში მეფეების საცხოვრებელი, დღეს ბიბლიოთეკების, მუსიკის და მუზეუმების როლს ასრულებს. თუ შანსი გექნებათ, რომ ახვიდეთ ბუდას ციხესიმაგრეში, საშუალება გექნებათ მთლიანი ქალაქის დათვალიერებისა.


image





2. წმინდა სტეფანეს ტაძარი - 96 მეტრის სიმაღლის ტაძარს ისტორიული როლი აქვს შესრულებული. რელიგიური მისიები დღემდე სრულდება. ყოფილი მეფის სახელს ატარებს, რომელიც ასევე წმინდანად შერაცხეს.


image





3. პარლამენტის შენობა - ამ შენობამ წაართვა წმინდა სტეფანეს ტაძარს დიდება. მდინარე დუნაის ასასვლელში მდებარე გრანდიოზული შენობა 1902 წელს საბოლოოდ აშენდა. ეროვნული მეჯლისი ამ შენობაში იმართება, მაგრამ ტურისტებს უფლება აქვთ შეათვალიერონ.


image





4. გმირთა მოედანი - მიუხედავად იმისა, რომ გმირთა მოედანი არ არის, ქვეყნის ძირძველი ღირსშესანიშნავი ადგილი, მაინც ძალიან პრესტიჟული ადგილია. მოედანი გაიხსნა 1895 წელს, 1000 წლის შემდეგ, რაც უნგრელები ევროპაში დასახლდნენ. მას შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ამ მოედანზე იმართება. მილენიუმის ძეგლი, რომელიც გმირთა მოედანს ამშვენებს, 1932 წელს ააშენეს.


image





5. მათიასის ეკლესია - როგორც ცნობილია, მათიასის ეკლესია, ყველაზე ძველი ნაგებობაა არამხოლოდ დედაქალაქ ბუდაპეშტში, არამედ მთელ უნგრეთში. 1255 წელს აშენებული ეკლესია წლების მანძილზე მტრების მსხვერპლი ხდებოდა, თუმცა მაინც მოახერხა მშვიდობიან ეპოქამდე მოღწევა. image





6 . მუზეუმი "ტერორის სახლი" - უახლესი ღირსშესანიშნავი ნაგებობა 2002 წელს ააშენეს. მუზეუმის მიზანია, ხალხს აჩვენოს სირთულეები, რომელიც უნგრეთმა ფაშისტების და კომუნისტების ოკუპაციის პერიოდში განიცადა. ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე ფაშისტების, ხოლო მეორეზე კომუნისტების თავდასხმების ამსახველი კადრები ინახება. უნგრელებს წარსულის დავიწყება არ სურთ!


image





7 . სინაგოგა დოჰანის ქუჩაზე - 3 000 კაცის ტევადობით, მსოფლიოს უდიდესი სინაგოგა ბუდაპეშტში მდებარეობს. XIX საუკუნის შუაწელში აშენებული ნაგებობა აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები და ნივთებია შენახული. სინაგოგოას პირველი კვარტალი იუდეველთა მუზეუმია, ხოლო მოერე კვარტალი პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს ეკუთვნის.


image





8. ვაჯადჰუნდიდის ციხე - გმირთა მოედანის მსგავსად, ნაგულისხმევი ციხეც 1000 წლის თავზე ააშენეს, სრულიად ხისგან და მუყაოსგან შედგებოდა. თუმცა ინტენსიური ინტერესის გამო რესტავრაციამ ციხესიმაგრე შეცვალა და ამ ვიზუალიტ გვევლინება. იხილეთ ფოტო.


image





9 . მემენტოს პარკი - კომუნისტურ პერიოდში აშენებული ძეგლები, უნგრელებმა პარკად გადააქიეს. თუ ბუდაპეშტში მოგიწევთ მოგზაურობა, რომც არ გინდოდეთ, მაინც მოგიწევთ ამ ისტორიული პარკის დათვალიერება.


image





10 . გელერტ ჰილი - პარონარამული ხედვით თუ გსურთ ქალაქის დათვალიერება, მაშინ უნდა ახვიდეთ გელერტის გორაკზე, რომელიც წმინდა გელერტ ჰილის საპატივსაცემოდ შეარქვეს. აქვე იხილავთ წმინდა გელერტის ძეგლს და სხვა მრავალ ისტორიულ ნაგებობას.


image





11. ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე - ქალაქის ყველაზე დრამატული ადგილი დუნაის სანაპიროა. ფეხსაცმელები, იუდეველთა საპატივსაცემოდ აწყვია, რომელიც ფაშიტებმა 1945 წელს დახოცეს. უნგრელები ხშირად სანთლებს ანთებენ ამ ადგილას.


image


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>


ქალის საცვლების ახალი ტრენდი - დეკოლტე ბიუსტჰალტერი

image




გამოვლინდა ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა!

image




სად გაქრა მალაიზიის თვითმფრინავი - აეხადა თუ არა საიდუმლოს ფარდა?

image




ქვეყნების მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით - რამდენია საქართველოს მოსახლეობა?

image




7 დაუჯერებელი რეალობა ურთიერთობების შესახებ - მეცნიერთა კვლევის შედეგი!

image

10-03-2019 22:00
წყარო: intermedia.ge