ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ბიზნესში- კვლევები და სტატისტიკა

image
ორგანიზაციის წარმატება აუცილებლად დაკავაშირებულია მის ეფექტურ სამუშაო ძალასთან. და მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, ინტელექტი და კომპეტენტურობა არაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა არსებობაც წინასწარმეტყველებს ორგანიზაციის წარმატებაზე. საველე კვლევების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ერთადერთი მძლავრი პრედიქტორი, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო ადგილის შესრულებას და არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ლიდერობაში და იმისთვის, რომ გამოიმუშავო მტკიცე, სანდო ურთიერთობები ბიზნეს- არენაში, მნიშვნელოვანია რომ გავზარდოთ ემოციური ინტელექტის გამოყენების ეფექტურობა. ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ გრძნობებისა და ემოციური პროცესის მნიშვნელობას სამუშაო ადგილზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კლიენტთან პროფესიულ ურთიერთობებზე გავლნას ახდენს ჩვენი ემოციური მდგომარეობა და მისი გაცნობიერება. კომპანიის შიდა ურთიერთობები- ისინი, რომლებიც გაქვთ კოლეგებთან და ჯგუფის წევრებთან, ერთნაირად მნიშვნელოვანია. ემოციური ინტელექტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ურთიერთობის ხარისხი განსაზღვრავს ორგანიზაციის ბიზნეს წარმატებას. თუ თქვენ მიმართულები ხართ თქვენ ემოციებზე, უფრე მეტადაა შესაძლებელი, გაიგოთ და ემპათია განიცადოთ იმ ემოციებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვების ატიტუდებსა და ქცევაზე.

EQ ემოციური ინტელექტი ახლა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად ბიზნესის გადარჩენისა და ზრდისთვის. რამდენიმე კვლევამ გვაჩვენა, რომ მსხვილი კომპანიების დაახლოებით 60% ს გააჩნიათ მაღალი ემოციური ინტელექტის მაჩვენებელი თავიანთ პერსონალის შერჩევის ტესტებსა და პროცესში. კვლევებმა აჩვენეს, რომ ასეთი ადამიანები იბრძვიან ბიზნესისთვის, მფლობელი, მენეჯმენტი თუ პერსონალი, მომუშავე, როგორც წესი, მიდრეკილები არიან, რომ ჰქონდეთ დაბალი ემოციური ინტელექტი, და პირიქით, უფრო წარმატებულები ბიზნესში ხასიათდებიან ჩვეულებრივ, მაღალი ემოციური ინტელექტის ქულებით.

1) 40 კომპანიაზე ჩატარებული კვლევის თანახმად, 500fortune სიიდან აჩვენა, რომ გამყიდველები მაღალი ემოციური ინტელექტით 50% უსწრებდნენ საშუალო და დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე მომუშავეებს.
2) ტექნიკური პროგრამისტები, რომლებიც ფასდებოდნენ ემოციური ინტელექტის ტოპ 10% კომპეტენციით, 3ჯერ უფრო სწრაფად ქმნიდნენ ახალ პროგრამულ სოფთვეარს, ვიდრე დაბალი EQ-ს მქონე ინდივიდები.
3) კომპანიები, რომლებიც უკეთ თანამშრომლობდნენ და ურთიერთობდნენ თავის მომუშავეებთან, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ფინანსური რეზულტატებით, ვიდრე ის კომპანიები, რომლებიც ამას არ აკეთებენ. საშუალოდ კომპანია, რომელსაც გააჩნია კომუნიკაციის პროგრამა, მოუტანა აქციონერებს 47%ით მეტი სარგებელი, ვიდრე არაკომუნიკაბელურ კომპანიას.
4) JCA globalის თანახმად, უფროსი მენეჯერების გაზრდილი შრომისუნარიანობა 18%ით არის რეზულტატი ემოციური ინტელექტის სწავლის, და მიგვიყვანს 150%-ით შემოსავლის გაზრდასთან.
5)კვლევების სერიამ გვაჩვენა, რომ დაახლოებით 30% პროფესიული მაჩვენებლებისა არის დაფუძნებული ემოციურ ინტელექტზე.

10-03-2019 22:50
წყარო: intermedia.ge