რა იწვევს სტიგმატიზაციას ადამიანებში?

image

ანტიკურ საბერძნეთში სტიგმატიზაცია ძალიან რადიკალური ქცევითი ფორმებით გამოიხატებოდა, კონკრეტულად დანითა და გაცხელებული რკინით აყენებდნენ ჭრილობებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად ერგებოდნენ სოციუმს. ამ აღნიშვნებს ეწოდებოდა „სტიგმა“ და მის მატარებელ ადამიანებს დევნიდნენ, არიდებდნენ თავს, ეზიზღებოდათ. დღესდღეისობით სტიგმატიზაციის გლობალური პროცესი განხილულია, როგორც მეტად ფსიქოლოგიური, კოგნიტური ფენომენი, რაც გულისხმობს ადამიანის ნეგატიური ნიშნით გამოყოფას. მკვლევართა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ სტიგმატიზაციის პროცესს გრძელი ისოტრია აქვს და კროსკულტურულად გავრცელებულია.
ასევე შესაძლოა ადამიანის არასტიგმატიზირებული გზით გამოყოფა. მაგალითად, ჩვენ ხშირად დიდ სიმამაცეს შევრაცხავთ როგროც გმირობას. სტიგმატიზაცია ამიტომ გამოდის იმ კონტინიუმის ერთ მხარეს მოთავსებული, რომელიც ადამიანების პოზიტიური თუ ნეგატირული ნიშნით აღნიშვნის პროცესს გამოხატავს. ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სტიგმატიზირებულ ადამიანებზე რეაქციები და პასუხები ვარირებს ინტენსივობითა და ხარისხით აფექტური და ბიჰევიორალური თავის არიდებიდან ზიზღსა და გენოციდამდე. მეტიც, ჩვენ შეიძლება განვიცდიდეთ ამბივალენტურ გრძნობებს სამიზნეების მიმართ - მაგალითად სახის სიმახინჯეების მქონე ინდივიდებისადმი. უფრო ხშირად, ჩვენი რეაქციები სტიგმატიზირებულთა მიმართ იღებს ზომიერი არ მოწონების ან თავისარიდების ფორმას.

მნიშვნელოვანია კულტურული და სუბკულტურული განსხვავებებიც იმ მხრივ, თუ რას განსაზღვრავენ ისინი მასტიგმატიზირებელ ნიშნებად და რას - არა. მაგალითად, ზოგ საზოგადოებაში სიმსუქნე სტიგმატიზირებულია, ზოგში კი არა. აქედან გამომდინარე, ერთი ადამიანი ერთ სოციალურ კონტექსტში შეიძლება იყოს სამიზნე, მეორეში - არა(პირსინგის და მკვეთრი ფერის თმის მქონე თინეიჯერი ბიჭი აღფრთოვანებას იმსახურებს მეგობრებისგან, მშობლებისგან კი დაცინვას).

ჩვენი მიზანია გავიგოთ, თუ რატომ ხდება სტიგმატიზაცია? სხვების სტიგმატიზირება რამდენიმე ფუნქციას შეიძლება ემსახურებოდეს. ინდივიდისთვის მრავალი ფსიქოლოგიური სარგებელი იქნა გამოყოფილი და შემდგომ ემპირიულად დამტკიცებული. მაგალითად, ადამიანები შეიძლება სხვებს ასტიგმატიზირებდნენ ნაწილობრივ იმიტომ, რომ 1. შეამცირონ მათი როგორც მრავალმხრივი ინდივიდების გაგების სირთულე, რომ 2. უკეთ იგრძნონ თავი, რომ 3. უკეთ წარმოაჩინონ ის ჯგუფები, რომელთაც მიეკუთვნებიან, რომ 4. გაამართლონ მათი სტატუსობრივი უპირატესობა საზოგადოებაში და რომ 5. დაამტკიცონ საკუთარი მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობა.
ამ ძირითადი მიზეზების განხილვისას შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს ჩამონათვალი საკმარისად სიღრმისეული და სრულყოფილი არაა შემდეგი 4 მიზეზის გამო: 1) პირველ რიგში იმიტომ, რომ ცალკე აღებული ეს ინდივიდუალურ დონეზე ფსიქოლოგიური ახსნები ხშირ შემთხვევაში ვერ წინასწარმეტყველებს რომელ მახასიათებელს გამოიყენებს ხალხი სხვათა სტიგმატიზირებისთვის. თუ გინდა რომ სხვის ხარჯზე იგრძნო უკეთ თავი, შენ თითქოს ნებისმიერი შეგიძლია სტიგმის ქვეშ მოაქციო, მაგრამ მაშინ რატომ გამოყოფს ამერიკაში საზოგადოება ეთნიკურ უმცირესობებს, შიდსით დაავადებულებს, ბავშვებზე მოძალადე სამღვედლოების წარმომადგენლებს, მაგრამ არა უცნაური ჭიპის მქონე ინდივიდებს? 2) მეორე რიგში, ინდივიდუალურ დონეზე ფუნქციონალური პერსპექტივები ძირითადად ვერ ითვალისწინებენ ბევრ კროსკულტურულ, ისტორიულ და კროსსახეობრივ მსგავსებებს სტიგმის კონტექსტში. მაგალითად, ამ მიდგომებს არ შეუძლიათ ახნსან, მოღალატე ადამიანები რატომ არიან სტიგმატიზირებული მუდმივად საზოგადოებისა და დროის მიუხედავად, ან შიმპანზეები რატომ იცილებენ თავიდან იმ ინდივიდებს რომლებიც რეციპროკულობის ნორმას არღვევენ და უტევენ იმ წევრებს, რომლებიც გამოავლენენ გადამდები დაავადებების ნიშნებს? 3) მესამე მიზეზის მიხედვით, ასეთი ფუნქციონალური ახსნები ძალიან ცოტას ამბობს სტიგმატიზაციის გამოხატვის თვისობრივ ვარიაციებზე, ანუ რატომ დასცინიან ზოგს? ზოგს კი თავიდან იცილებენ? ზოგის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულებები გვიჩნდება მაშინ, როცა ზოგს გადაასახლებენ, გამოკეტავენ ან სიკვდილით სჯიან. და ბოლოს, 4) ბევრი ახნსა აიგნორებს საინტერესო ფაქტს, რომ სტიგმატიზაცია შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ფსიქოლოგიური პროცესი. ის შეიძლება იყოს საკომუნიკაციო სოციალური პროცესი, რომელიც ძველი ბერძნების და ამერიკელი პურიტანების მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ. ორივე შემთხვევაში რაღაც გამოკვეთილი, თვალსაჩინო ნიშნით ნიშნავდნენ მოღალატეებს და მრუშებს. ასევე, გერმანელები ითხოვდნენ ებრაელებისგან, რომ ეტარებინათ ყვითელი ვარსკვლავი, რათა ნათელი ყოფილიყო მათი რელიგიური სტატუსი.
ამიტომ ჩვენ უფრო ფართო თვალსაწიერი გვჭირდება, რათა გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ ხდება სტიგმატიზაცია? კერძოდ, ამ შემთხვევაში ბიოკულტურულ მიდგომას გამოვიყენებთ. ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ სტიგმატიზაციის ფესვები საზოგადოებაში ემყარება ჯგუფში ეფექტურად ფუნქციონირების საჭიროებას. ჩვენი ძირითადი ვარაუდი ისაა, რომ რადგან ჯგუფური ცხოვრება მაღალადაპტურია ადამიანის გადარჩენისა და გენის გადაცემისთვის, ადამიანები მოახდენენ იმათ სტიგმატიზირებას, ვისი მახასიათებლებიც და მოქმედებებიც შეფასებული იქნება, როგორც საფრთხის მომტანი ან ხელის შემშლელი ეფექტური ჯგუფური ფუნქციონირებისა.
საკითხის გაგრძელებამდე, ავტორები აკეთებენ ორ კომენტარს: 1. კვლევის მთავარი მიზნები არის, რომ ა) შევქმნათ პრინციპები სტიგმატიზაციისა იმ ცოდნაზე დაფუძნებით, რაც ვიცით რომ ჯგუფურ ეფექტურ ფუნქციონირებას სჭირდება; ბ) ამ პრინციპებიდან წარმოვშვათ ჰიპოთეზები იმის შესახებ, ვინ იქნება სავარაუდო სამიზნე, ვის ექნება სტიგმატიზირების მოტივაცია, რომელი გარემოებები უწყობენ ხელს სტიგმატიზირებას და როგორ ფორმას მიიღებს ეს პროცესი; და სხვა, რომელთა სესახებაც ქვემოთ არ ვისაუბრებთ.
2. ჩვენ ვცდილობთ ისეთი გზები ვიპოვოთ, რომლითაც ავიცილებთ ორაზროვნებას ბიოლოგიური და ევოლუციური მიდგომების გამოყენებისას. ის, რომ შეიძლება სტიგმატიზაციის ფესვები იყოს ჩვენს ევოლუციურ წარსულში, არანაირად არ ახდენს გავლენას ბიოლოგიურ დეტერმინიზმზე. ჩვენ უარვყოფთ დეტერმინისტულ შეხედულებებს ისე, როგორც ბევრი თანამედროვე თეორიტიკოსები, მაგალითად კენრიკი და ბასი. გარდა ამისა, ის, რომ სტიგმამ მიიღო სოციალურად და ფიზიკურად ადაპტური ხასიათი ევოლუციურ წარსულში, არ ნიშნავს, რომ ახლაც ასეა. ისინი ადაპტურები იქნებოდნენ მხოლოდ იმ შეზღუდულ გარემოებებში, რომლებიც მსგავსი იქნებოდა წარსული შეზღუდული გარემოებებისა. საბოლოოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგი სტიგმა იყო, ან თუნდაც არის, ადაპტური ან „ბნებრივი“, ეს არ ხდის მას სწორად, მორალურად გამართლებულად და კარგად ან რაიმე მსგავსად. ნებისმიერი კონკრეტული სტიგმის მორალურობა დამოუკიდებელია მისი არსებობისგან.

10-03-2019 23:24
წყარო: intermedia.ge