ცვლის თუ არა ადამიანს სიყვარული?

ამ თემაზე ბევრი მიფიქრია... მეგონა დაახლოებით ათი წლის წინ რა შეხედულებებიც მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით იგივე შეხედულება მექნებოდა დღესაც. იმდენად გააზრებული და ჩამოყალიბებული ღრმად ვიყავი დარწმუნებული რა, როგორ უნდა ყოფილიყო.

ჩემი დაკვირვება იყო და სახალისო და ცოტა უცნაური, მაგალითად ჩემი თაობის ახალგათხოვილი ყველა გოგო იკეთებდა ეგრედ წოდებულ "მელირებას ", აუცილებლად იჭრიდა მოკლედ და განსხვავებულად თმას, იცმევდა რადიკალურად განსხვავებულ ფეხსაცმელებს ვიდრე მანამდე... მაგალითად, მაღალყელიან ჩექმებს ან შუზებს, იცმევდნენ უფრო თამამი ზომის კაბებს (ვიდრე მანამდე), ისმევდნენ უფრო მკვეთრ ტუჩსაცხს (ვიდრე მანამდე), იყვნენ უფრო თამამები საზოგადოებრივ ადგილებში (ვიდრე მანამდე)... მოკლედ ხდებოდნენ ისეთები, როგორებიც არ იყვნენ...

ჰოდა ჩემი დამოკიდებულება და ერთგვარი პროტესტი იყო ასეთი, რომ სიყვარულმა არ უნდა შეცვალოს ადამიანი. თუ ადამიანი ნამდვილ სიყვარულს იპოვის იმით უნდა მიხვდეს, რომ არ შეიცვლება, ის დარჩება რაც არის და თუ შეინარჩუნა მახასიათებლები რაც მანამდეც გამოარჩევდა, აი ეს იქნებოდა ჩემი აზრით ნამდვილი ჭეშმარიტება.

უცნაურად მეჩვენებოდა ყველა შემთხვევა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ დაკვირვებას ამართლებდა და ამყარებდა...თითქოს ცალკეული შემთხვევების გამაერთიანებელი ფაქტორები იყო, ჩემი თაობის და ჩემი ასაკის გოგონების ერთგვარი სენი...

ახლა კი სხვა შეხედულებებთან ერთად აღარ ვაკვირდები ასეთ უცნაურ დეტალებს, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ სიყვარული ცვლის, სწორედაც რომ ცვლის ადამიანს. ცვლის უკეთესობისკენ...

image

შეყვარებული ადამიანი ცდილობს სამაგალითო იყოს სხვადასხვა მიმართულებით, განათლრბაში... სამსახურში... ოჯახში.

შეყვარებული ადამიანი ცდილობს იყოს ყოველთვის ფორმაში ...

შეყვარებულ ადამიანს თვალები სხვანაირად უბრწყინავს...

შეყვარებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს დადებითი თქვას ან კარგი რამ მოიმოქედოს...

და თუ ასე არ არის ან თუ რომელიმე ნახევარს ეს "სიმპტომები " არ აქვს ... მაშინ მეორე ნახევარმა უნდა სცადოს და დაეხმაროს ამ ყველაფრის შეგრძნებაში.

ჩემი ბავშვობის დროინდელი შეხედულება ნაწილობროვ შეიცვალა, პიროვნული თვისებებით ნამდვილად უნდა დარჩეს დამიანი ის რაც არის, მაგრამ თუ სიყვარული კიდევ მეტ დადებითს, პოზიტიურს შემატებს ადამიანს ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს...


image


შეყვარებულმა ადამიანებმა უნდა უბიძგონ ერთმანეთს რომ ჩამოყალიბდნენ განათლების კუთხით ( თუ ამ ასაკში არიან), უნდა გაამხნევონ სამსახურში არსებულ პრობლებლემებთან დაკავშირებით და შემდეგ პირად ურთიერთობაში უნდა გასცენ დადებითი, რომ მიიღონ იგივე.

11-03-2019 1:20
წყარო: intermedia.ge