ჩინეთში უძველესი მითიური "უკვდავების წამალი" აღმოაჩინეს

image

ჩინეთის პროვინიცია ხენანში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ქოთანი ლეგენდარული "უკვდავების წამლით", რომელიც მრავალჯერ არის მოხსენიებული დაოსის მითებში და რომელსაც დღემდე მეცნიერები რეალურად არ შეხვედრიან.


ხანის დინასტიის(ძვ. წ. 206-ახ. წ. 25 წწ.) დროინდელი საფლავი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს ქალაქ ლოიანში, სადაც ჩამარხული იყო 3, 5 ლირტიანი ქოთანი გაუგებარი სითხით, რადგან სითხეს მსუბუქად ალკოჰოლის სუნი დაჰკრავდა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შესაძლოა ქოთანში უძველესი ღვინო იყო.


თუმცა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სასმელის შემადგენლობაში იყო ინდური სელიტრა და კვარცის ქვის ხსნარი, როგორც გათხრების ხელმძღვანელი პან ფუშენი აღნიშნავს, სწორედ ეს ინგრედიენტებია აღწერილი უძველეს დაოსის ხელნაწერებში, როგორც "უკვდავების ელექსირი".

image

"ეს არის ჩინეთში მითიური "უკვდავების წამლის" აღმოჩენის პირველი შემთხვევა"-აღნიშნავს ლოიანის რელიქვიების და არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ში ძინჩჟენი-ეს სითხე უძვირფასესი საგანძურია უძველესი ჩინეთის მკვლევარებისთვის, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი ყოფილიყვნენ უკვდავები და საერთოდ, მთლიანად ჩინეთის ევოლუციის და ცივილიზაციის კვლევისთვის".

image


უკვდავების ელექსირი, რომელიც ხელუხლებელი იყო ორი ათასი წლის განმავლობაში, თითქმის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერისაა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავდაპირველად არქეოლოგებს ის ალკოჰოლური სასმელი ეგონათ - ასეთ უძველეს სამარხებში ხშირად შეიძლება იპოვოთ ბრინჯისგან და მარცვლეულისგან დამზადებული ღვინოები.

image

სასმელი გადაიტანეს შუშის კონტეინერში და შეისწავლეს მისი შემადგენლობა. როგორც გაირკვა, ეს არ იყო ალკოჰოლი, არამედ ძირითადად კალიუმის ნიტრატისა და ალუნტის(კვარცის მინერალური ქვა) ნაზავი ზოგიერთი სხვა მინარევებით.


დღეისთვის კალიუმის ნიტრატი ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში - კერძოდ, ფეიერვერკებისა და სასუქების წარმოებისთვის. თუმცა, ალუნიტთან ერთად გაზავებულს მხოლოდ რამდენიმე უძველეს დაოსურ ტექსტებში შეხვდებით - მითიური "ცხოვრების ელექსირის" რეცეპტის წიგნში.

image

11-03-2019 10:47
წყარო: intermedia.ge