„ბოვშვი” ინდურ ფილმებზეა გაზრდილი-თაკო ჩარკვიანის და მერაბ მეტრეველის დაპირისპირება

პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს უპირისპირდება.

როგორც ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, „ბოვშვი” ინდურ ფილმებზეა გაზრდილი, გიჟდება ინდურზე და რა გინდა ახლა რომ ჰქნა?!


„ერთხელ მერაბ მეტრეველმა (ჟურნალისტმა) ფ.ბ.ში დაწერა: „ელდარ შენგელაია რა რეჟისორიაო, რატომ ამბობენ, რომ უმაგრესიაო?!”, მაშინ შევეკამათე (და არა მხოლოდ მე) რას ამბობ მერაბ, გენიალური – უმაგრესი რეჟისორია მეთქი, ვერ გავაგებინეთ, ნუ რას იზამ… მაშინ ვერ მივხვდი, თურმე სადა ხარ??

„ბოვშვი” ინდურ ფილმებზეა გაზრდილი, გიჟდება ინდურზე და რა გინდა ახლა რომ ჰქნა?! სულ ზეპირად იცის „სათაურებით “- „ზიტა -გიტა”, სახელს - „კანონს და სამართალს” რომ გაიგონებს, არც ბერძნები ახსენდება, არც კაჩინსკი, მაინც და მაინც ინდური ფილმი „ურტყამს ტვინში”, („მოკალი” ახლა ) პირველი აქაც ინდური ფილმის ასოციაცია აქვს თურმე „შურისძიებაზე”, არადა ახლა გამახსენდა (ბურჭულაძის პარტიაში, ეს მერაბი არ იყო?? თუ მეშლება? (აი შურისძიება ის იყო ბუჭულაძეს რაც გაუკეთა მეტრეველმა, რომ დაიწყო კივილი, ეკრანიდან არ ჩამოსულა, ეტყობა „შურისძიებაც” ინდური ფილმების ყურების დროს ისწავლა, რა სოცარია...

ახლა ამას ხომ ჯობია ანუ მერაბს, რომ პირდაპირ კოკა ყანდიაშვილი ან მისი ტროლი იყოს?? ნუ “კაკ მინიმუმ” – კოკა იმას მაინც არ გეტყვის, „ელდარ შენგელაია ვინ არის ასეთიო, ეგ რა რეჟისორიაო”, მე არაფერი კაცო, პაატა ბურჭულაძე, ელდარ შენგელაია და ფელინი შემეცოდნენ, მეტრეველის ხელში. რა ნახე „ამნაირი” ინდური ფილმი მერაბ, ასე რომ დაგამახსოვრდა ბავშვობაში?!”, – წერს ჩარკვიანი.

როგორც აღმოჩნდა თაკო ჩარკვიანი ამ სტატუსით მერაბ მეტრეველის სტატუსს გამოეხმაურა.

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა მანამდე სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„ჩემს ბავშვობაში იყო ინდური ფილმი „შურისძიება და კანონი“. ვის გახსოვთ?

P.S. თაკოსაც რომ ასე დაერქმია პარტიისთვის, უფრო სწორი არ იქნებოდა?“


მოგვიანებით ჟურნალისტმა, მერაბ მეტრეველმა პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის კრიტიკას სოციალურ ქსელში უპასუხა.


“ესე იგი, ერთი უწყინარი ხუმრობა დავწერე მისი პარტიის სათაურთან დაკავშირებით, ინდური ფილმის სათაურს მაგონებს „შურისძიება და კანონი“-მეთქი და როგორი ბოღმის ნთხევით და ტყუილების დაბრალებით უპასუხია, გადავირიე. კარგი დაიბოღმე, დაიბოღმე, ტყულებს რაღას მივრცელებ – მეტრევლი ბურჭულაძის პარტიიდან რომ წამოვიდა ეკრანიდან არ ჩამოსულა, სულ ლანძღავდაო, არადა მგონი ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისი პარტიიდან წამოსვლის მერე ბურჭულაძე არ ულანძღია.

ის კი არა წამოსვლის შესახებაც ერთად გავმართეთ ბრიფინგი მე და პაატამ და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ტეხავს, ქალბატონონო თაკო, ასეთი უსინდისო ტყუილების დაბრალება და გავრცელბა. მაგრად ტეხავს!

შენგელაიზე კი რა ვთქვა: ერთხელ დავწერე, რომ მისი ფილმების წარმატების მთავარი შემოქმედები გენილაური სცენარისტები, გაბრიაძე და ჭეიშვილი იყვნენე-მეთქი და ამას მიხსენებს. არადა, ეს ჩემი მოსაზრება მისმა ბოლო ფილმმაც დაადასტურა”


image

11-03-2019 14:22
წყარო: intermedia.ge