ახლა მას დაესევიან - ნახეთ, რას წერს ნათია ფანჯიკიძე თაკო ჩარკვიანზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ახალი პოლიტიკური გაერთიანება "კანონი და სამართალის" დამფუძნებელის, თაკო ჩარკვიანის შესახებ წერს.


მისი თქმით, ახლა მას დაესევიან ხელისუფლებით კმაყოფილებიც და ხელისუფლებით უკმაყოფილოებიც, როგორც ხდება ხოლმე.


მისივე თქმით, ის უშრეტი ენერგიის ადამიანია, მთის ქალის ხასიათით, რომელმაც უკან დახევა არ იცის.


"თაკო ჩარკვიანს და მის პარტიას ვუსურვებ წარმატებას. არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი რომ დავიბადე, იქვე-იქვე, სიახლოვეს დამხვდა და ცხადია, ნეპოტისტურად მიყვარს, ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე, ობიექტურად, თაკო ღონიერი გოგოა, ძალიან შეუპოვარი და გამბედავი. არასდროსაა ემოციურად ზარმაცი, მძაფრად, დრამატულადაც კი იცის განცდა, ამიტომ ასეთი ემოციურობის გამო ზოგს სუსტი შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში უშრეტი ენერგიის ადამიანია, მთის ქალის ხასიათით, რომელმაც უკან დახევა არ იცის. ახლა მას დაესევიან ხელისუფლებით კმაყოფილებიც და ხელისუფლებით უკმაყოფილოებიც, როგორც ხდება ხოლმე. ისინიც დაესევიან, ვისაც არც ნაცი უნდა, არც ქოცი, მაგრამ არც არავის ამოღებული ხმა მოსწონს. ხოდა, გამძლეობა და სიმართლის მსახურების ძალა მას. რადგან ბრძოლა გადაწყვიტა, დიდება ყველა ბუნებით მებრძოლს, ყველა დროს და ყოველთვის. "-წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.


პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ყრილობა გუშინ გაიმართა.

მისმა დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.



image

11-03-2019 15:28
წყარო: intermedia.ge