ჰოლივუდის მიერ საუკეთესოდ აღიარებული 5 ინდური ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი, სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.

ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.



ვიცით, რომ Hollywood-ი კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაა, სადაც მრავლადაა ისეთი ადგილები, რომლებიც ხელოვნური დეკორაციების აგებას აღარ საჭიროებს და სწორედ ამიტომ გახდა ის "ფილმების ქარხანა" და ამ ფაქტორებმა მიიზიდა უამრავი რეჟისორი თუ მსახიობი.



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.



ყოველწლიურად ჰოლივუდზე ათასჯერ მეტ ფილმს ბოლივუდში იღებენ (ბოლივუდი- ინდური კინოინდუსტრია). აქედან ფილმის უმეტესი "უბრალოდ ნაგავია" და მხოლოდ ფულის შოვნის მოტივზე შექმნილი, თუმცა იღებენ ისეთ ფილმებს, რომლებიც მსოფლიო აღიარებას პოვებენ და აუცილებლად უნდა ნახოთ სანამ ცოცხლები ხართ.


გთავაზობთ 5 ინდურ ფილმს, რომლებიც ჰოლივუდმა აღიარა როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კინოს ისტორიაში და მოგვიწოდებენ აუცილებლად ვნახოთ.



1. ბაჯრანგის ძმა. (Brother Bajrangi)image


ფილმი მოგვითხრობს ინდოელი ჯარისკაცისა და პაკისტანელი გოგონას ამბავს.






2. მე მქვია ქხანი. (My name is khan)image


ფილმი მოგვითხრობს ინდოელ მუსლიმ ბიჭზე, რომლის ცხვრება მთლიანად იცვლება 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგიკული ამბავის შემდეგ.






3. ლანჩის ყუთი. ( the Lunch box)

image


ფილმი მოგვითხრობს ხანდაზმული მარტოხელა ბუღალტრისა და ახალაგაზრდა გოგონას უჩვეულო ამბავს. შეგახსენებთ, რომ ფილმს კანის და ტორონტოს კინოფესტივალებზე ჯილდოები გადაეცა.






4. ხვალინდელი დღე დადგება თუ არა? (Tomorrow will come or not- - Kal Ho Naa Ho)image


განა დარჩა ვინმე, ვისაც ეს ფილმი ნანახი არ ექნება?






5. ვარსკვლავები დედამიწაზე. (LIKE STARS ON EARTH)image


ერთი ოჯახის მძიმე ისტორია, რომელიც აუცილებლად ჩაგწვდებათ სულში.





იხილეთ აგრეთვე:


image




12-03-2019 11:03
წყარო: intermedia.ge