2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება – იხილეთ ინფორმაცია პროცედურის შესახებ!

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება – პროცედურა

image

თუ აბიტურიენტი ხარ, მაშინ აუცილებლად წაიკითხე შემდეგი სტატია, რომელიც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესულ ცვლილებებს ეხება.


მნიშვნელოვანი ცვლილებები 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში და ახალი ფორმატის ნიმუშები


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 3 უმთავრესი გამოცდის რეგისტრაციის ვადები და შესაბამისი პროცედურები უკვე დაადგინა.

დადგენილების მიხედვით 3 სახის გამოცდის რეგისტრაციის დაწყების თარიღად 12 მარტის 10:00 საათი დაადგინა, ხოლო დასრულების - 3 აპრილის 18:00


რეგისტრაციის მოცემული ვადები ეხება შემდეგ გამოცდებს:


1. ერთიანი ეროვნული გამოცდები

2. საერთო სამაგისტრო გამოცდა

3. საგრანტო კონკურსის გამოცდა



აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:







პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

მოგვიანებით გამოქვეყნდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

---------------------------------------------------------------------------------

გამოცდების თემაზე

---------------------------------------------------------------------------------

>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში

---------------------------------------------------------------------------------

>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება

---------------------------------------------------------------------------------

>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

---------------------------------------------------------------------------------

>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს


---------------------------------------------------------------------------------

>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

---------------------------------------------------------------------------------

>>> შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?

---------------------------------------------------------------------------------

>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...

---------------------------------------------------------------------------------

>>> მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..



11-03-2019 19:34
წყარო: intermedia.ge