მიგრაცია და პიროვნული ფაქტორები

დღესდღეობით ყველა განვითარებად ქვეყანაში ძალზე აქტუალურია მიგრაციის პრობლემა, მცირერიცხვოვანი ერებისთვის კი ქვენის საზღვრებს გარეთ მიგრაცია შეიძლება დიდ პრობლემადაც იქცეს. თუ რა უდევს საფუძვლად მიგრაციას, ამაზე მარტივად თანხმდებიან: ეკონომიკური მდგომარეობა და წარმატების ძიება, მაგრამ როგორია ამ ფაქტორის საფუძვლები ფსიქოლოგიურ ჭრილში? ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ტოვებენ საცხოვრებელ ადგილს?

მიგრაცია არის ბაზისური დემოგრაფიული პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის დინამიკისა და სტრუქტურაზე, თუმცა ცოტაა ცნობილი მიგრაციის პროცესში პიროვნების ტემპერამენტის როლზე. არსებობს კვლევები, რომლითაც შეისწავლეს პიროვნული ნიშნების, ექსტრავერსიისა და გამოცდილებისდმი ღიაობის კავშირი მიგრაციის მიდრეკილებებთან, თუმცა ეს კვლევები არაფერს ამბობს იმაზე, პიროვნება ახდენს გავლენას მიგრაციის ტიპზე თუ მიგრცია _ პიროვნების ფორმირებაზე.

ტემპერამენტი გულისხმობს ინდივიდუალურ განსხვავებებს ქცევასა და ემოციურ ტენდენციებში, რომელთა საფუძველიც ნაწილობრივ ბიოლოგიურია. ტემპერამენტის მოდელში (A.H. Buss & Plomin) გამოყოფილია ტემპერამენის სამი ნიშანი: ემოციურობა, სოციალურობა და აქტივობა. მაღალი სოციალურობა ნიშნავს რომ ადამიანი უპირატესობას ანიჭებს სხვათა საზოგადოებაში ყოფნას, მაღალი ემოციურობა გულისხმობს ნეგატიური ტენდენციების, შიშისა და ბრაზისადმი მიდრეკილებას, ხოლო მაღალი აქტივობა გამოხატულია ენერგიულ ქცევასა და ტემპში ყოველდღიურად. რადგან ითვლება, რომ ტემერამენტი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ არჩევს ადამიანი სოციალურ სიტუაციებს, შესაძლოა იმის დაშვებაც, რომ იგი გავლენას მოახდენს მიგრაციის პროცესებზე.

მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ მაღალი ემოციურობა დაკავშირებული იქნებოდა დისტრესთან და თავის არიდების ქცევასთან, რაც ამცირებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიმართ მოწონებას. მეორე მხრივ, ემოციურობა კორელაციაშია უკმაყოფილების განცდასთან. გამომდინარე იქედან რომ უკმაყოფილება ეხება საცხოვრებელ გარემოსაც, სავარაუდოა, რომ მაღალი ემოციურობის მაჩვენებლის მქონე ინდივიდი მიდრეკილი იქნება მიგრაციისენ. რაც შეეხება აქტივობის მაღალ დონეს, მისი კავშირი მიგრაციასთან განპირობებულია იმით, რომ ასეთი ადამიანები ხშირად ხასიათდებიან, როგორც ინდივიდები, ვისაც არ შეუძლია ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება, არიან მოუსვენრები და ა.შ.

კვლევის მიხედვით ტემპერამენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს მიგრაციის ქცევაზე. შედეგებმა აჩვენეს, რომ მაღალმა სოციალურობამ იწინასწარმეტყველა სოფლიდან ქალაქში და დიდ დისტანციაზე მიგრაცია, მაღალი აქტიურობის მაჩვენებელმა გაზარდა ზოგადად მიგრაციისადმი მიდრეკილება, როგორც სიფლიდან ქალაქში ასევე პირიქით. მაღალი ემოციურობის მაჩვენებელმა გაზარდა დატოვების მოწონება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა სოფლებს. მაღალი სოციალურობის ადამიანები კი უფრო მეტად გადაინაცვლებდნენ სოფლიდან ქალაქში და ცხოვრებას ქალაქში აგრძელებდნენ. ქალაქი უფრო მჭიროდ დასახლებულია და მიმზიდველია სოციალური ადამიანისთვის, რადგან სოციალური ინტერაქციის მეტი შესაძლებლობაა. მეტად აქტიურ ადამიანებს მიგრაციისადმი მეტი მიდრეკილება ჰქონდათ. რაც შეეხება დისტანციას, მეტი სოციალურობა მეტ დისტანციას უკაშირდებოდა, ხოლო მეტი ემოციურობა _ ნაკლებს, რადგან დიდი დისტანცია დიდ სტრესთანაცაა დაკავშირებული.image

11-03-2019 20:43
წყარო: intermedia.ge