გიორგი სიგუა:როგორც ამ პოსტის წამკითხველებს არ გადაგიხდიათ ეგ ფული , ისე არ გადაუხდიათ ხაზარაძეებს.

image

GEM Fest-ის დამფუძნებელი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"2017 წლის GEM FEST ს ვამზადებდით. ზუგდიდში ვიყავი. რეკავს ტელეფონი. დავხვდე ეკრანს - მამუკა ხაზარაძე . კი გამიკვირდა, რა უნდა უნდოდეს თქო. გამარჯობა გიორგი, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთანო. ცოტა დავიძაბე. ვახ მეთქი რა ხდება.

მოკლედ ჩემს შვილს, ნიკუშა ხაზარაძეს აქვს Hard Rock cafe და გლობალური თანამშრომლობის შესახებ უნდა შენთან საუბარი და მოუსმინეო.

გამიხარდა, ამხელა კაცი რომ შეწუხდა, ალბათ მართლა რაღაც ძალიან სერიოზული ამბავია თქო.

არადა ამბავი ყოფილა შემდეგში:
ნიკუშას უნდა ჯემფესტის ტერიტორიაზე Hard Rock Cafe ს გაკეთება და უნდა იჯარის თანხა არ გამოვართვა წინასწარ, ფესტივალის მერე გადაიხდისო მამუკამ.

გა მოვ შტერ დი!

ანუ : მამუკა ხაზარაძე პირადად მირეკავს, ჩემს შვილს იჯარის თანხა არ აქვს და 3000 ლარს ახლა გადაიხდის 9750 ლარის გადახდა ერთი თვით აცადეო!

კარგი ბატონო, ვაცადე.
როგორც ამ პოსტის წამკითხველებს არ გადაგიხდიათ ეგ ფული, ისე არ გადაუხდიათ ხაზარაძეებს.
წელიწადნახევარი გავიდა მას მერე. არც შემიწუხებია კარგა ხანს სანამ ძალიან არ გაჭირდა ცხოვრება . მორიდებით მივმართე, ბოდიში ბატონო მამუკა, თქვენ რომ გაუწიეთ შეუამდგომლობა თქვენს შვილს და ვაცადეთ იჯარის თანხა ჰარდროკკაფესთვის, ეგებ ახლა თქვენ გამიწიოთ შუამდგომლობა და მოიტანოს მაგ კაცმა ეგ 9750 ლარი, აგერ ვალი მაქვს თქვენი, იპოთეკას გიხდით ყოველთვე, ერთი დღე რომ გადამიცდეს, ჯარიმებს მარიცხევენ, თუ ორი კვირა გადავაცილეთ, მრისხანე ოპერატორი გამოსახლებით გვემუქრება, ისევ თქვენს ბანკში მოვა ეგ ფული და უთხარით თქვენს შვილს დაგვდოს პატივი და წლინახევრის წინანდელი ვალი გადაიხადოს, მე არ ვარიცხავ ჯარიმებს და სანქციებს მეთქი. ცოტა ხანში ნიკუშამ დამირეკა, მამიკოზე მიგიწეერიაო და რასაც ქვია მეკაჩავა და მებლატავა, რაის ფულს მთხოვო. არადა საბუთებით, კონტრაქტით და ფაქტით არის ეგ ამბავი. იყო ჯემფესტზე ჰარდროკაფე. მივწერე მამუკას : თავში გაქვთ ბიძია ავარდნილი თქვენ, ხალხს ზემოდან უყურებთ და “ორმოზდარვა” არ გიშველით, ადრე თუ გვიან მოგეკითხებათ, მე არ ვარ აწი თქვენი შემწუხებელი, ეჭვი მაქვს არც სინდისი შეგაწუხებთ, ჩემსავით ნახევარი ქვეყანა გყავთ გადაგდებულ - გაძრცვული, გნახავთ ბიძია ვირთხის დღეში ადრე თუ გვიან მეთქი.

ასე ადრე თუ ვნახავდი ვერ ვიფიქრებდი მართლა .

იმ მთავარ ვირთხას რა დღეშიც ვნახავთ მალე ვირთხის დღე სანატრელი ექნება, დამიჯერეთ, არ ვცდები ხოლმე ასეთ პროგნოზებში ხოლმე .

P.S. მამუკა ხაზარაძე (Mamuka Khazaradze ) - კარმა იზ ე ბიჩ"

image

12-03-2019 10:53
წყარო: intermedia.ge