მასზე დიდი ქომაგი ქალს არ ჰყოლია

image

"ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა." ამ სიტყვებით უფალმა იესო ქრისტემ ბევრად უფრო მეტი თქვა და გააკეთა ქალთა დასაცავად, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა უფლებადამცველმა. არცერთი რელიგიური თუ საზოგადო მოღვაწის ცხოვრებაში არ იკითხება ისეთი პატივისცემა და თანაგრძნობა ქალთა მიმართ, როგორიც ახალ აღთქმაში. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება მშვენიერი სქესის მიმართ სრულიად ამაღლებულ და უანგარო დამოკიდებულებაში, imageრაც თითქმის ნულის დონეზეა სხვა ე.წ. რელიგიებში. ანტიკურ ხანაში, ძველ საბერძნეთსა და რომში მამაკაცის კულტი კერპთაყვანისმცემლობამდე იყო აყვანილი, ხოლო ქალი, როგორც ბნელ ძალებთან დაკავშირებული და გრძნეული, შიშის ობიექტს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე პატივისცემის (კათოლიკურ სამყაროში ამ ჭირმა მომავალშიც იჩინა თავი ინკვიზიციის სახით). თვით არისტოტელესაც კი მიაჩნდა, რომ ქალი "მდაბალი არსებაა" და მას არ გააჩნია "სული გონიერი."


დედამიწაზე ქრისტეშობის შემდეგ ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. imageქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავ სიკეთეთაგან, რომელიც კაცობრიობას ქრისტიანობამ შესძინა. მარიამ ნაზარეველის პერსონამ მენტალური ევოლუცია მოახდინა წარმართულ საზოგადოებაში, რამაც ქალის მიმართ ნეგატიური და კნინებითი დამოკიდებულება, მისდამი რიდითა და მოკრძალებით შეცვალა. ამქვეყნად მოვლინებით დაწყებული და ამაღლებით დამთავრებული ღმერთკაცის მთელ მოღვაწეობას ხატებად გასდევს ქალთა სახეები, რომელთაც მამაკაცებზე მეტი თუ არა, არანაკლები წვლილი მიუძღვით ქრისტეს ეკლესიის დაფუძნებაში. imageმარიამ მაგდალინელი, იოანა, მართა და მარიამი, ვერონიკა, სამარიელი ქალი – ამ ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიბლიოლოგიაში, რადგან მათი ღირსეული საქციელი მაცხოვარმა სანიმუშოდ დაგვიდგინა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თვით მის მოციქულებსაც. როგორც ჩვენი საამაყო მამულიშვილი ბატონი გურამ დოჩანაშვილი ამბობს, სახარების ყოველი წაკითხვის შემდეგ, ადამიანის წინაშე სრულიად ახალ-ახალი სიღრმეები იშლება და ამ ღვთივკურთხეულ ოთხთავში ყველა სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. საყურადღებოა და რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს მაცხოვარს სწორედ ქალებმა უერთგულეს და მიმოფანტული მოციქულებისაგან განსხვავებით, მის გვერდით იდგნენ ბოლო ამოსუნთქვამდე. image

მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნე უსულგულო მატერიალიზმის სენით არის დაავადებული, კვლავაც გამოჩნდა ჩვენ შორის ადამიანი, ვისაც რწმენაც ეყო და გამბედაობაც თავი გადაედო ჭეშმარიტებისათვის.image"ქრისტე მოკვდა ჩვენთვის და რა გააკეთა თქვენთვის მუჰამედმა?" ამ სიტყვებისათვის დაპატიმრებული ასია ბიბი პაკისტანის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა "მუჰამედის შეურაცხყოფისათვის". განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს, თუ რა გარემოში და რის ფასად შეძლო ამ გმირმა(პირდაპირი მნიშვნელობით)ქალმა მისი სულიერი მარგალიტების ჯერ მოხვეჭა და შემდეგ უკვე გამომზეურება. imageმსოფლიოს ქრისტიანთა უდიდესი ძალისხმევის შედეგად ასია ბიბი დღეს უკვე თავისუფალია და ერთერთ წამყვან ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. როგორც ყოველთვის, არც უფალმა გაუცრუა იმედები თავის ერთგულ მხევალს და საკადრისი საზღაური მიაგო თავგანწირული სიყვარულისათვის.


ეკლესიის მიერ მამაკაცის ოჯახის თავად მოხსენიებას ზოგიერთი ქალთა დისკრიმინაციად აფასებს და ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საუკუნეების განმავლობაში, რთული საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე, მამაკაცი ყოველთვის წინა პლანზე იყო წამოწეული, რასაც მისი ფიზიკური კონდიციები განაპირობებდა და რაც არანაირად არ გულისხმობს ოჯახის წევრების(მითუმეტეს მეუღლის)უუფლებობას ან ვინმეზე უფროსობას, პირიქით, ეს სწორედ მათზე ზრუნვასა და უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს.imageთუკი ვინმე უღირსად იქცევა და ბოროტად იყენებს თავის უფლება-მოვალეობებს, ეს თავად მის პიროვნულ სისუსტესა და სიბეცეზე მეტყველებს, რადგან უფალი მხოლოდ იმას ასწავლის, რომ გიყვარდეს შენი მეორე ნახევარი და სულიც არ დაზოგო საკუთარი ოჯახისათვის.


ქალი რომ ღმერთს "კუხნისათვის" არ გაუჩენია, ეს ყველაზე უკეთ ქართველებს მოგვეხსენება. სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც ქალისაგან მიიღო ქრისტიანობის ნათელიimageდა ჯერ კიდევ ბნელით მოცულ შუა საუკუნეებში ქალი ამშვენებდა მის სამეფო ტახტრევანს.

image


ნათქვამია: ქოთანს ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამო. სწორედ მსგავსი მიდგომები იჩენს თავს, როცა ვინმე სისტემური ცოდნის გარეშე, საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობს ღრმააზროვანი თეოლოგიური ტექსტების განმარტებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რასაც ყველა – ფემინისტიც და არაფემინისტიც – სათავისოდ იყენებს (ძირითადად უარყოფით კონტექსტში) და მცდარ წარმოდგენებს ქმნიან ქალის როლზე ქრისტიანობაში. არადა, მოციქული გარკვევით და მკაფიოდ ამბობს გალატელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: " არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ."

საერთოდ, თუკი ვინმეს უპირატესობაზე შეიძლება საუბარი, ის ერთადერთია და არის ქალი image"უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმებზე", როგორც მას წმინდა ეკლესია მოიხსენიებს. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ!


პ.ს. – იხარეთ ძვირფასო მანდილოსნებო, თქვენ გარეშე ჩვენ აქვე ჯოჯოხეთში ვიქნებოდით.

პ.პ.ს. უკომენტაროდ image









12-03-2019 10:58
წყარო: intermedia.ge