ყველაზე დიდი ხეები მსოფლიოში

image
ხეები დიდ როლს ასრულებდნენ ხალხის ცხოვრების ისტორიაში. ყველას აქვს მოსმენილი გამოთქმა: - ტყე ჩვენი პლანეტის ფილტვებია. ასევე, ფოთლები, ქერქი და ნაყოფი გამოიყენება მედიცინაში და საჭმელში. ზოგიერთი მცენარე გამოირჩევა მართლაც საოცარი ზომის სიმაღლით და სისქით. ასეთი ხეები ცოცხლობენ ასეულობით წელს და ეკოლოგიური ექსპერტიზის ქვეშ იმყოფებიან. ყველაზე დიდი ეგზემპლიარები არის ავსტრალიასა და ამერიკის კონტინენტზე.

!. ჰიპერიონი

დღეისთვის სეკვოია, სახელად ჰიპერიონი ითვლება ყველაზე მაღალ ხედ მსოფლიოში. გიგანტის სიმაღლე 115.61 მეტრია. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გიგანტი სულ ცოტა 800 წლისაა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს რეკორდსმენი ხე კალიფორნიაში რედვორდის ნაციონალურ პარკში.


2. გენერალი შერმანი

image

გენერალი შერმანი - ყველაზე მსხვილტანიანი ხე, რომელიც კალიფორნიის ნაციონალურ პარკშია.

შერმანი არ არის ყველაზე მაღალი ხე, მაგრამ არის ყველაზე მძიმე, ხის დიამეტრი 11.1 მეტრია. საერთო წონა კი 1900 ტონაა.


3. მონტესუმა საიპრესი

image

მონტესუმა საიპრესი არ არის მასიური და მაღალი, როგორც სეკვოია, მაგრამ მათ აღემატება 48 მეტრი დიამეტრით.

სავარაუდო ასაკი დაახლოებით 2000 წელია. მისი ნახვისას შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არ არის ერთი ხე, მაგრამ ეს ასე არ არის. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ბუნებრივ წარმოქმნას ერთი ფესვი აქვს.


4. ბანიანი

image

ბანიანი არის ბუდიზმის და ინდუიზმის რიტუალის ხე. ის მდებარეობს აღმოსავლეთ ინდოეთში.

ეს ბუნების სასწაულია, საოცარი სიცოცხლისუნარიანობის და სილამაზის, მას აქვს უდიდესი გვირგვინი, რომელიც მოიცავს 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობს.


5. ტულე

image

ტულე არის სიცოცხლის ხე, ეკუთვნის კვიპაროსის სახეობას და აქვს ადამიანის სახელი საბინო. ყველაზე მსხვილი ხე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მექსიკაში, ქალაქ სანტა-მარია დელ ტუელის მახლობლად.

ამ ხეს რომ მოეხვიოთ, საჭიროა სულ ცოტა 30 ადამიანი, ხოლო მის ჩრდილში მინიმუმ 500 ადამიანი შეიძლება შეეფაროს. სიმაღლე 40 მეტრია. ამ ბუნების სასწაულით არ შეიძლება, რომ არ გაოცდეთ.


6. ბაობაბი

image

ეს გიგანტი რომ ნახოთ, სამხრეთ აფრიკაში უნდა წახვიდეთ.ადგილობრივებმა მას სანლენდი უწოდეს. ხის შიგნით არის ფუღურო, სადაც 15 ადამიანი მოთავსდება. ხის გარშემოწერილობა 47 მეტრია და დაახლოებით 6000 წლისაა. აქედან გამომდინარე, ეს არის, არა მხოლოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობითი ხე მსოფლიოში, არამედ, ყველაზე უძველესიც.


7. წაბლის ხე ასი მხედარით

image


წაბლი ასობით მხედარით - სიცილიის უნიკალური ადგილია სტუმრებისთვის, ის მდებარეობს ვულკან ეტნას მახლობლად.

წაბლი გინესის წიგნშია შეტანილი როგორც ხე, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია. უძველესი დროიდან ამ ხეზე ხშირად საუბრობენ იტალიურ ლექსებსა და სიმღერებში. აქვს საკუთარი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ერთი კეთილშობილი ესპანელი ქალი ამ ხის ქვეშ დაიმალა უამინდობის დროს.

ზოგიერთი ხე მნახველს აღაფრთოვანებს თავისი ასაკისა და სიმაღლით, ზოგი კი სილამაზით. არ შეიძლება არ დავაფასოთ ის სიკეთე, რასაც ხეები გვაძლევს.






12-03-2019 13:13
წყარო: intermedia.ge