სტილის 10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან

ჯორჯო არმანი - ლეგენდარული დიზაინერი, მსოფლიო ბრენდის ''არმანის'' შემქმნელი, ნოვატორი(მან პირველმა აკრძალა 18 წლამდე მოდელების სხეულის მასის ინდექსით არჩევა), 6, 9 მილიარდი აშშ დოლარი კაპიტალის მფლობელი, ორგზის წლის ყველაზე წარმატებული დიზაინერი, გაეროს კეთილი ნების ელჩი, საკალათბურთო გუნდის Olimpia Milano-ს პრეზიდენტი, სტილის 10 გაკვეთილს გვთავაზობს.


image


  • იყო ელეგანტური, იმას კი არ ნიშნავს, იყო თვალშისაცემი, არამედ ნიშნავს, იყო დასამახსოვრებელი;

  • მოდასა და სტილს შორის სხვაობა ხარისხშია;

  • იაფი ფეხსაცმელი - მცდარი ეკონომიაა. ნუ დაზოგავთ მთავარზე: ფეხსაცმელი - თქვენი გარდერობის საფუძველია;

  • გამოიყურებოდე სექსუალურად ნიშნავს, იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. ეს გახლავთ ერთდროულად გონებისა და სხეულის მდგომარეობა;

  • მიხარია, რომ ჩვენს დროშიც გაჩნდა იმის მოთხოვნილება, იყო ელეგანტური. ელეგანტურობა არის გარეგნობის გასაღები, რომელიც არ ემორჩილება დროს, ის არასოდეს გადადის მოდიდან. ჩემს წარმატებასაც ამ ფილოსოფიით ვხსნი. ჩემთვის სტილი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მოკლევადიანი მოდური ტენდენციები;

  • არ ღირს ზედმეტი დროის დახარჯვა სამოსის არჩევისას: ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს არანაირი ძალისხმევა არ დაუხარჯავთ საკუთარი გარეგნობისთვის. საბოლოო ჯამში, სტილი თვითგამოხატვამდე მიდის და ვფიქრობ, რომ არაფერს შეუძლია დააუშნოვოს ადამიანი, რომელიც გულწრფელია საკუთარ თავთან;

  • შავი და მუქი ნაცრისფერი ყველა ფერზე მეტად ათხელებს სხეულს. თუ ამ ფერებს გამოიყენებთ, შეძლებთ ჩაატაროთ ექსპერიმენტები ფორმებითა და ტექსტურით;

  • ჩვენს დროში აქსესუარების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. ასე რომ, გადადეთ ფული ფეხსაცმელებისთვის, ქამრებისთვის, ჩანთებისთვის, ჰალსტუხებისა და სხვა აქსესუარებისთვის. ასე თქვენ შეძლებთ გაამრავალფეროვნოთ გარდერობი ყოველდღიურად. ყურადღება მიაქციეთ იმ ფერებს, რომლებსაც ხშირად იყენებთ და შეიძინეთ შესაბამისი აქსესუარები. ამასთან, დაიმახსოვრეთ, რომ რუხ ფერთან შეგიძლიათ ატაროთ შავიც და ყავისფერიც. საათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც უნდა მოიპოვებოდეს თქვენს აქსესუარებში. მას ბევრის თქმა შეუძლია ადამიანის შესახებ.

  • აირჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილები, მკვეთრი ორნამენტების გარეშე - მოდის თვალსაზრისით, ისინი ბევრად დიდხანს გემსახურებიან;

  • გულდასმით შერჩეული არომატი, შესაძლოა, თქვენი დამახასიათებელი ნიშანი გახდეს. ეს არის პირველი, რასაც ადამიანები გრძნობენ, როცა მათ ოთახში შედიხართ და უკანასკნელი - რაც ქრება, როცა იმ ოთახიდან გადიხართ.




  • 12-03-2019 14:36
    წყარო: intermedia.ge