ახმეტის რაიონში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე დაიღუპა

image

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, სახანძრო განყოფილების თანამშრომელი - 34 წლის ლევან ნოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სოფელ ნადუქნარში მეხანძრე სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე სახანძრო მანქანაზე ასვლას ცდილობდა და ფეხი დაუცურდა.

12-03-2019 19:12
წყარო: intermedia.ge