ნასამ გააკეთა განცხადება, თუ ვინ იქნება მარსზე პირველი ადამიანი


image
ნასას დირექტორმა ჯეიმს ბრაიდენსტაიმა მარსზე პირველი ასტრონავტის შესახებ ინტრიგა გააჟღერა.

ერთ-ერთ რადიომაუწყებელობას მეცნიერმა განუცხადა, თუ ვინ დაადგავს პირველ ნაბიჯს წითელ პლანეტაზე.

ინტერვიუში ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ პირველი ადამიანი მარსზე სავარაუდოდ ქალი იქნება. მან ასევე ისაუბრა ქალთა მნიშვნელოვან როლზე კოსმოსური სივრცის საძიებო და განვითარების საქმეში.

აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მარსზე პირველი ექსპედიცია დაგეგმილია დაახლოებით 2030 წლის შუა რიცხვებში. თუმცა, ხალხის ამ პლანეტაზე გადაგზავნა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დედამიწის სატელიტიდან, მთვარიდან გადასასვლელად ყველა ტექნოლოგიის ტესტირება მოხერხდა.

სხვათა შორის, ნასა გეგმავს 2028 წელს მთვარეზეც ქალი გააგზავნოს.

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ ამერიკელები აპირებენ დაიწყონ ხომალდების ფრენის ექსპერიმენტების სერია კოსმოსის ღრმა სივრცეში. კვლევა აქტიურად ჩატარდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას მოახდენს არამიწიერი შორეული მოგზაურობა ადამიანის ორგანიზმზე.

image


როგორც ადრე გავრცელდა, მარსზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი მდინარეების კვალი. ევროპის კოსმოსური სააგენტო გააგზავნის სპეციალურ მისიას მარსზე, რათა, დაადასტუროს ეს მოსაზრებები.

შემდგომში ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა იდუმალი წითელი პლანეტის ზედაპირის ფოტო. სენსაცია ის იყო, რომ ფოტო ნათლად გვიჩვენებს მდინარეების კვალს, რომელიც 4 მილიონის წლის წინ მარსის ზედაპირზე მიედინებოდა.

დღეს კი პლანეტა მშრალი და ცივია, თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ ყველაფერი ადრე სრულიად განსხვავებულად იყო.

image

ექსპერტები ამბობენ, რომ მარსზე კლიმატი თბილი და ტენიანი იყო. ანუ წყალი პლანეტაზე ყოველთვის არსებობდა. მეცნიერებმა შეძლეს და აღმოაჩინეს უძველესი მდინარეების კვალი.

"ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებში სულ უფრო დამაჯერებლად ჩანს, რომ პლანეტას ადრე ჰქონდა სქელი და მკვრივი ატმოსფერო, რომელსაც შეეძლო სითბოს შენარჩუნება. ამგვარი პირობები ხელს შეუწყობდა, რომ შენარჩუნებულიყო თხევადი წყლის ნაკადის ზედაპირზე." - ამბობენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები.


13-03-2019 11:53
წყარო: intermedia.ge