გურამ შეროზია: სულ სხვანაირად მიყვარს და მეყვარებიან ადამიანები, რომლებიც:

"სულ სხვანაირად მიყვარს და მეყვარებიან ადამიანები, რომლებიც:

1. გიჟდებიან ფეხით სიარულზე
2. სარბენ-ოფლიანი სპორტების ნაცვლად - უყვართ ბოულინგი, კარტინგი, ჭადრაკი და მისთანანი
3. ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი პოზიტივს აფრქვევენ და არასდროს გიჯვამენ ხასიათში
4. უყვართ ცხოველები
5. არ აქვთ სქესის მკვეთრად გამოხატული შეგრძნება (არ "კაცობენ" და არ "გოგჩოობენ" წამდაუწუმ)
6. სწორად ავლებენ საზღვარს იუმორსა და უზრდელობას შორის.
7. არასდროს საუბრობენ ნეგატიურად სხვებზე ზურგსუკან (ნუ თუ საუბრობენ, მხოლოდ იმას, რასაც პირშიც ეტყვიან)
8. არ აყენებენ თავს ვინმეზე მაღლა, მიუხედავად და განურჩევლად მიღწევებისა
9. შეუძლიათ აზროვნება, სიღრმე და წუთ წუთში არ ხდებიან გამოწურული ლიმონივით გადასაგდებ-ცარიელები :დ
10. არ უტყდებათ ემოციების გამოხატვა
11. მათემატიკას და ჰუმანიტარულ ამბებს იდეალურად უთავსებენ.
12. მოგზაურიბა უყვართ და არა დასვენება (ეგვიპტე-თურქეთის ნაცვლად უფრო სათავგადასავლო ტურებს ირჩევენ)
13. არავის არაფერში ეჯიბრებიან და მუდმივად ჭუჭუების დატოლების რეჟიმში არ არიან
14. არ წამოაძახებენ ყოფილებს ათასგვარ მარაზმს და რთულ სიტუაციებშიც ინარჩუნებენ ღირსებას

15. ერკვევიან "ჭამა-სმის" არტში :დ

კიდევ რამდენიმეს დავამატებდი, ფრენა მაქვს

უბრალოდ რამდენიმე წუთში და ვეღარ ვასწრებ.

სხვა ყველაფერი წარმავალია. :დ"

image


აქვეყნებს გურამ შეროზია, პოსტს კი უცვლელად გთავაზობთ.

13-03-2019 13:22
წყარო: intermedia.ge