უცნაური ხმები ციდან - ,ნახეთ, ვიდეო ვაშინგტონის შტატიდან

image
უამრავ ადამიანს მოუსმენია უცნაური და საშიში ხმები ციდან, ან მიწისქვეშიდან. ამ ხმებს არ გააჩნიათ რაიმე სისტემა, ნებისმიერი პერიოდულობა ან გარკვეული გეოგრაფიული წარმომავლობა. ისინი ქაოტურია და პლანეტის სრულიად განსხვავებულ კუთხეებში ხდება. ეს ხდება უკვე მრავალი წელია.

დეკემბერში შეერთებული შტატები ამ ფენომენმა მოიცვა. ვაშინგტონის შტატში სპოკან ველის მოსახლეობა ამ ფენომენის წინაშე აღმოჩნდა და ძალიან შეშინდა. წარმოიდგინეთ, ასეთი სურათი: - თქვენ იჯდეთ სახლში, ან ფეხით სეირნობდეთ პარკში, ან სამუშაოდ მიიჩქაროდეთ და მოულოდნელად, ციდან შემოგესმათ გაუგებარი წარმოშობის უცნაური ხმა, რომელიც არც თვითმფრინავის და არც ვერტმფრენის ხმას არ გავს.

ყველაფერთან ერთად, ხმები იმდენად ხმამაღალი იყო, რომ პოლიცია უბრალოდ დაბომბეს სატელეფონო ზარებით, ხალხი დაინტერესდა, რა იყო ეს. მაგრამ რა შეიძლება ეთქვა პოლიციას, როცა, თვითონ არ იცოდნენ რა მოხდა? ასე, რომ ვინც დარეკა პოლიციაში, ვერაფერი ვერ გაარკვია.

ეს ფენომენი ჯერჯერობით მეცნიერებმა ვერ ახსნეს. ზოგი ეცადა ეს მაღალ ყინვებთან დაეკავშირებინა.მაგრამ ყინულის დეფორმაციამ ასეთი ხმები როგორ უნდა გამოსცეს? აქედან გამომდინარე, ეს ფენომენი არ დადასტურდა.

არსებობს უამრავი ჩანაწერი მთელი მსოფლიოდან, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერი. მეცნიერებმა, რომლებმაც ეცადნენ ფენომენი შეესწავლათ, ვერ გაანალიზეს ფაქტიურად, რა ხდება., უფრო სწორად, ისინი ანალიზს აკეთებდნენ, მაგრამ ეს მათ არავითარ შედეგს არ აძლევდათ.

13-03-2019 13:35
წყარო: intermedia.ge