ილია ჭავჭავაძის ლამაზი, გონიერი და უმშვენიერესი დედა, კახელი თავადის ასული მარიამ(მაგდალინა) ბებურიშვილი.

image

ილია ჭავჭავაძის ლამაზი, გონიერი და უმშვენიერესი დედა, კახელი თავადის ასული მარიამ(მაგდალინა) ბებურიშვილი.


სამწუხაროდ ბევრ ქართველს გონია, რომ ეს ქალბატონი სომეხი იყო წარმოშობით, არადა რა ცნობას ეყრდნობიან გაურკვეველია.


არსებობს ვინმე სერგო მამულოვის წიგნი “სომხები საქართველოში''.
სწორედ, მამულოვმა დაწერა და რა თქმა უნდა, ყოველგვარი საბუთის გარეშე, ილიას დედა, მარიამ ბებურიშვილი, სომეხ ბებურიანად გამოგვიცხადა...
როგორც ჩანს, ამჯერადაც ზოგიერთ წრეში გავრცელებულ ჭორებს დაეყრდნო. არადა, კარგად არის ცნობილი, რომ ბებურიშვილები კახელი თავადები იყვნენ; ეს გვარი ქართული საკუთარი სახელი – “ბებურიდან'' წარმოდგა, რომელიც საკმაოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების საქართველოში. ჯერ კიდევ XVI ს. ალექსანდრე კახთა მეფის ბაზიერთუხუცესს ერქვა “ბებური''.
ეს სახელი პოპულარული იყო ვაჩნაძეთა თავადურ გვარში. ეს სახელი ჰქვია ამჟამად ლაგოდეხის რაიონის ერთ სოფელს. ამ საკუთარი სახელიდანაა ნაწარმოები გვარები – ბებურიშვილი, ბებურია, ბებურიძე... ცხადია, რომ უცხო ანთროპონიმი ასე ღრმად ვერ შეიჭრებოდა ქართულ ონომასტიკაში და ასე ფართოდ ვერ მოიცავდა მის სფეროებს.


ილიას დედა თავად ბებურუშვილის გვარიდან იყო. ბებურიშვილები ვაჩნაძეებს გამოყოფიან. ასე რომ, ბებურიშვილების
შტო-გვარი ვაჩნაძეთა დედა-გვარიდანაა გამოსული. ბებურიშვილები ვაჩნაძეობასაც ვერ სთმობდნენ, ხან უპირატესობას ვაჩნაძის გვარს ანიჭებდნენ, ხან ბებურიშვილისას. რაც შეეხება ზეპირი გზით გავრცელებულ ცნობას, რომ თითქოს ილია ჭავჭავაძის დედა მაგდანა(მარიამი) ქრისტეფორეს ასული ბებუროვი(იგივე ბებურიშვილი), ვითომც სომეხი იყო, მიმოხილული მასალებით აშკარაა, რომ აღნიშნული გვარის წარმომადგენლებს სომხურ ეთნიკურ სამყაროსთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. არ არსებობს სომხური გვარი, რომლის ფუძეც ''ბებურ''-ია. ერთადერთი რაც შეიძლება დავუშვათისაა, რომ ილიას დედის ოჯახს სომხურ გრიგორიანული(მონოფიზიტური) სარწმუნოება ჰქონდა მიღებული.(ქართველ თავადაზნაურთაგან ბებურიშვილების მიერ სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიღება გასაკვირი არაა, რადგან თბილისში
დამკვიდრებული ზედაფენის წარმომადგენელიც გახდა ამ სარწმუნოების მიმდევარი(მაგ.ყორღანაშვილები),
კ.კოხის ცნობით, ართვინში მას შეხვედრია თვით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელი, რომელსაც მონოფიზიტობა
ჰქონდა მიღებული და რომელიც ვაჭრობას მისდევდა).'' რ.თოფჩიშვილი, ''ჭავჭავაძეთა და ბებურიშვილთა
გვარების ისტორიისათვის'', გვ. 78-87. ილიას კრებული II. 2004 წ.


შესაძლოა ამ ქალბატონის გასომხება მის რწმენასთანაა დაკავშირებული. ქართველები კი როგორც ვიცით, ეროვნებას და რწმენას ერთმანეთთან უკავშირებენ, მუსულმანს - თათარს ეძახდნენ, კათოლიკეს - ფრანგს, ლუთერანს - გერმანელს, მონოფიზიტს - სომეხს და სხვ.
არსებობს ცნობა, რომ მისი მამა იყო ქრისტეფორე ბებურიშვილი, რომელიც სავარაუდოდ სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მოინათლა და ხაჩატური ეწოდა, როგორც ნათლობის სახელი. გურამ შარაძის მოსაზრებით, ხაჩატურ ბებურიშვილი შესანიშნავი იარაღის ოსტატი იყო, თუმცა სულ სხვა პრიროვნებას წარმოადგენდა და ბებურიშვილთა ნათესავი გახლდათ.image


თუ დავუშვებთ, რომ ქრისტეფორე, ნამდვილად სომხურ სამოციქულო ტაძარში მოინათლა ხაჩატურის სახელით, მაშასადამე გამოდის, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ მრწამსით იყო სომეხი და არა ეროვნებით!
მაშასადამე, შეუძლებელია, რომ ილია ჭავჭავაძის დედა ეროვნებით სომეხი ყოფილიყო.


თხოვნაა, რომ მაქსიმალურად გააზიაროთ, რათა ამ სიცრუეს ბოლო მოეღოს!

13-03-2019 13:44
წყარო: intermedia.ge