ბილინგვიზმი და მეტყველების განვითარება

image

დღესდღეობით მსოფლიო ძალიან მრავალფეროვანი და მულტიკულტურულია. შესაბამისად, ბილინგვიზმიც იზრდება. ბილინგვიზმი არის უნარი ფლობდე და საუბრობდე ორ განსხვავებულ ენაზე, ისე როგორც მშობლიურზე. ეს არის უნარი, რომელიც მოითხოვს იმ ორი განსხვავებული ენის ათვისებას, რომელთაც აქვთ განსხვავებული ბგერათა ჟღერადობა, ლექსიკონი და გრამატიკა. კვლევები აჩვენებს, რომ დღეს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ორენოვანი პოპულაციისგან შედგება. შესაძლოა ბავშვი სკოლასა და მეგობრებთან ერთ ენაზე ლაპარაკობდეს, სახლში კი- მეორეზე.

ბილინგვალი ბავშვების მეტყველების განვითარება ძალიან ჰგავს მონოლინგვალი ბავშვებისას, მაგრამ არსებობს გარკვეული განსხვავებებიც.


საბედნიეროდ, მეორე ენის სწავლა პირველი ენის გაგებას არ ერევა. ფაქტობრივად, რაც უფრო სრულყოფილად იცის ადამიანმა პირველი ენა, მით უფრო სწრაფად ეუფლება მეორეს (Cummins, 1984, 1994). ბევრი ბავშვისთვის, რომლებიც ახალგაფეხადგმულ ასაკში ერთდროულად 2 ენას სწავლობენ, 2-3 წლამდე მეტყველების განვითარების პროგრესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვინაიდან ისინი ვერ აფიქსირებენ, რომ ორ სხვადასხვა ენას სწავლობენ. შესაძლოა, რომ მათ ორი ენის გრამატიკა აერიოთ. მაგრამ მკვლევრებს სჯერათ, რომ თუ ბავშვზე 4 წლითვის ორივე ენას საკმარისი ზეგავლენა აქვს ისინი საგნებს პირდაპირ იღებენ და უცხო ენაზე ისევე ლაპარაკობენ, როგორც მშობლიურზე (Baker, 1993; Reich, 1986). უცხო (მეორე) ენის რეალურად დაუფლებისთვის 3-დან 5 წლამდეა საჭირო (Berk, 2002; Bhatia & Richie, 1999).


ხშირად გვსმენია, რომ ორ ენაზე საუბარი ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ხელს უშლის ორივე ენის სრულყოფილ ათვისებას, იწვევს შეფერხებას მეტყველების განვითარებაში, ბილინგვალებს უჭირთ ხალხთან კომუნიკაცია. გარკვეულწილად, შესაძლოა ბილინგვიზმმა მართლაც ნეგატიურად იმოქმედოს ადამიანზე, მაგალითად, თუ ბავშვს არ უნდა მეორე ენის სწავლა და მშობელი აძალებს ამას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბილინგვიზმი მნიშვნელოვან უპირატესობებთანაა დაკავშირებული, რასაც ქვემოთ განვიხილავთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ჩატარებული კვლევებიდან, რომლებიც ეყრდნობოდნენ ჰიპოთეზას, რომ ბილინგვალიზმს ნეგატიური გავლენა ჰქონდა ბავშვის ინტელექტუალურ თუ ემოციურ განვითარებაზე, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა აღმოაჩინა ან ნულოვანი, ან პოზიტიური ეფექტი.


ბილინგვიზმის ძლიერი მხარეები:


მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ორ ენაზე საუბარს შესაძლოა იშვიათად (სფეციფიკური შემთხვევების დროს), მაგრამ მაინც ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი, შეუძლებელია უგულვებელვყოთ ბილინგვიზმის უპირატესობები.

14-03-2019 22:41
წყარო: intermedia.ge