შპარგალკა მძღოლისთვის , რით შეიძლება იყოს გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ავტომობილის სალონში

imageჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ათობის განსხვავებულ სუნს : დაწყებული დილის ყავის სუნით ან თანამშრომლის პარფიუმის სუნით, დამთავრებული ნაგვის არასასიამოვნო სუნით რომელიც უახლოესი ურნიდან მოდის. ზოგიერთი მათგანი მალევე ქრება ზოგიც კი სალონს უჯდება და მისი გავანა საკმაოდ რთული ხდება.

ერთი შეხედვით ეს შეიძლება მსუბუქი დისკომფორტი იყოს, რომელსაც მარტივად შეიძლება შევეგუოთ. სინამდვილეში კი ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს მძღოლისთვის. ამასთან ერთად ნებისმიერი ავტომობილის სალონი ეს შეკრული სივრცეა, ასე რომ უცხო არომატები მასში მჭიდროდ ჯდება. განსაკუთრებით თუ მის წყაროს ვერ აღმოვაჩენთ.

image

დავიწყოთ იქიდან რაშიც თავად მძღოლები ან მათი თანამეგზურებივე არიან დამნაშავეები. ყველაზე ხშირი ეს ნაგავია, ეს შეიძლება იყოს კარებში ან უკანა სიდენიაზე დარჩენილი დაუმთავრებელი საკვები(ხშირად ბავშვები გვიტოვებენ მსგავს "სიურპრიზს") პირველ რიგში სუნის გაქრობისთვის უნდა აღმოვფხრათ მისი მიზეზი შემდეგ კი არასასიამოვნო სუნი საკმაოდ მალე განიავდება.

ასევე შეიძლება თავად სალონს ქონდეს სუნი თუ მასში სისტემატურად ეწეოდენ ამ სუნის ასე მარტივად გაყვანა შეუძლებელია თამბაქოს სუნი ჯდება ტყავში და პლასტმასში ასე რომ ამ სუნის გადაფარვას აზრი არ აქვს სარკეზე ჩამოკიდებული არომატებით. სუნის სრულს ლიკვიდაციის გარანტიას მხოლოდ პროფესიონალური "ხიმჩისტკა" მოგცემთ. არსებობს უფრო იაფი ვარიანტიც რამოდენიმე ფლაკონი სპეციალური საშუალება და რამოდენიმე საათი თავისუფალი დრო შესამჩნევად გაანეიტრალებს სუნს ინტერიერიდან.

არასასიამოვნო სუნი ასევე შეიძლება გამოიწვის გამონაბოლქვის ან გაცხელებული მუხრუჭების სუნი მოხვედრამ სალონში.

თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ყველაზე საშიშ სუნად ბენზინის სუნი. ეს პირდაპირ მიგვანიშნებს რომ საწვავის გაჟონვა ხდება საწვავის სისტემიდან. ყველაზე საშიშია თუ ეს ხდება კაპოტის მიმდებარედ ან ბაკის ქვეშ, რადგან მისი აალების რისკის მართლაც რომ რეალურია.

ამიტომ თუ მსგავს სუნს იგრძნობთ დაუყოვნებლივ მიმართეთ სერვის ცენტრს.


13-03-2019 23:50
წყარო: intermedia.ge