"სელტიკი" - "რეინჯერსი".შოტლანდიური დერბის პოლიტიკური და რელიგიური ფაქტორი

image

Old Firm-ქალაქ გზაზგოში არსებული ქვეყნის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდების დაპირისპირება.

ორივე გუნდს ყავს უამრავი მხარდამჭერი არა მარტო შოტლანდიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.ყოველწლიურად დერბის გაშუქებისთვის გადახდილი თანხა აღწევს 120 მილიონ ფუნტ სტერლინგს.ამიტომ ვარაუდობენ რომ სახელწოდება "Old Firm" სწორედ აქედან შეიქმნა.

პოლიტიკური და რელიგიური ფაქტორი

XVI საუკუნეში შოტლანდიაში მიმდინარეობდა დაპირისპირება პროტესტანტებს და რომის კათოლიკური ეკლესიის მომხრეებს შორის, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა რომ შოტლანდია გახდა პროტესტანტული ქვეყანა.

1541 წელს შოტლანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პროტესტანტიზმი მთელს ქვეყანაში აიკრძალა და მათი დევნა და ხოცვა ნებადართული გახდა

1560 წელს შემოიღეს იგივე კანონი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ამჯერად იდევნებოდნენ კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები.

"ირლანდიის დიდი შიმშილობის" შედეგად ირლანდიელები იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ემიგრაციაში შოტლანდიაში, სადაც 1887 წელს ირლანდიელმა სასულიერო პირმა შექმნა საკუთარი საფეხბურთო კლუბი "სელტიკი".კლუბის შექმნის იდეა მიზნად ისახავდა სოციალურად გაჭირვებული ირლანდიელების დახმარებას.

image

"რეინჯერსი" ჩამოყალიბდა შოტლანდიელი ძმების მაკნილების მიერ 1872 წელს.

image

რეინჯერსში ჭარბობდნენ პროტესტანტები, ხოლო "სელტიკში" შესაბამისად კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები.

ისტორიული ფაქტების გამო დღესაც "რეინჯერსის" გულშემატკივრები დემონსტრაციულად მღერიან სიმღერებს "შიმშილზე", ხოლო სელტიკის გულშემატკივრები მღერიან "ირლანდიურ არმიაზე".მატჩის დროს სელტიკის ტრიბუნაზე ვერ ნახავთ შოტლანდიის დროშას, რადგან ისინი ხაზს უსვავენ თავისი კლუბის ნაციონალურ კუთვნილებას.

აღნიშნული დერბის დროს ხშირია ძალადობის ფაქტებიც.

1969 წელს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების დროს დააკავეს 50 ადამიანი.გარდა ამისა, იყო ძალადობის სხვა შემთხვევებიც.ამიტომ სამართალდამცავები ცდილობენ მაქსიმალურად უზრუნველყონ უსაფრთხოება

image


14-03-2019 1:59
წყარო: intermedia.ge