ვარლამ ლიპარტელიანის მორიგი ტრიუმფი - ძიუდოისტის წარმატება პარიზში

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.

ამასთან, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო - ლიპარტელიანმა, ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები კი, თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

11-02-2019 10:18