ინოვაციები SS.GE-სგან, რომლებიც უძრავი ქონების მარტივად ყიდვასა და გაყიდვაში დაგეხმარებათ

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორია. სწორედ ამიტომ უძრავი ქონების მყიდველებისა თუ გამყიდველებისთვის ყიდვა-გაყიდვის პროცესი საკმაოდ რთული გახდა. ამ სიტუაციაში საქართველოში უძარავი ქონების ყველაზე დიდი პორტალი SS.GE რომელიც „სიტყვა და საქმის“ ბაზაზე შეიქმნა, მომხმარებელს მუდმივად ინოვაციურ სიახლეებს სთავაზობს. კომპანია მიზნად ისახავს, რომ მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც ეს პროცესი უფრო ადვილი, მოსახერხებელი და კომფორტული გახადოს. ამ მიმართულებით SS.GE პირველია ქართულ ბაზარზე, ვინც საკუთარ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოახდინა. შედეგად, შეიქმნა მძლავრი პლატფორმა, რომელიც წარმატებული შენაძენის თუ გაყიდვის სრულ გარანტიად იქცა.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფასის განსაზღვრა და შეფასება

SS.GE პირველი იყო ქართულ ბაზარზე, ვინც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში ხელოვნური ინტელექტი ჩართო. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით შესაძლებელია გასაყიდი უძრავი ქონების ფასის დადგენა და არსებულ განცხადებების ფასის შეფასება, იმის განსაზღვრა, თუ რამდენად რელევანტურია ის საბაზრო ღირებულებასთან. შეფასების შედეგად ხდება ღირებულების კლასიფიცირება სიძვირის მიხედვით 5 ბალიან შკალაზე,

ამასთან, SS.GE-ის ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს მისთვის სასურველი უძრავი ქონების მსგავსი განცხადებების პოვნაში ეხმარება. რაც მაძიებლებისთვის დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა და მისთვის სასურველი უძრავი ქონების პოვნას ამარტივებს.

ხელით მოდერირებული განცხადებები

როგორც უკვე ითქვა, განცხადების კონტენტს ბინის ყიდვის/ქირაობის მსურველი დიდ ყურადღებას აქცევს. ამიტომ SS.GE-ის გუნდი განცხადების ავტორებს მაქსიმალურად ეხმარება სრულყოფილი განცხადების შექმნაში. ყველა განცხადება, რომელიც ვებგვერდზე ქვეყნდება, გადის მოდერაციას ადმინისტრატორის მიერ. ეს კი ნიშნავს, რომ დაბალი ხარისხის ინფორმაციის მქონე განცხადება საიტზე არ თავსდება. შედეგად ყიდვა-გაყიდვის პროცესი უფრო კომფორტული ხდება როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის.

გაიგე შენი ბინის ფასი

ფასის გამომთვლელი სისტემა, რომელიც მონაცემების შეყვანის შემდეგ კონკრეტული უძრავი ქონების ფასს დაგითვლით, SS.GE-ის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ინოვაციური სიახლეა. განცხადებების ვებგვერდი რთული ალგორითმის საშუალებით უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავების ფასს 1 წუთში გამოგიანგარიშებთ.

გადამოწმებული განცხადებები

განცხადების გადამოწმების სერვისი შიძლება ითქვას, რომ ვებგვერდის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სერვისია. SS.GE-ის აგენტი თქვენს მაგივრად გადაიღებს თქვენი უძრავი ქონების პროფესიონალურ და 360 გრადუსიან ფოტოებს, ვიდეოს, შეავსებს ყველა საჭირო ინფორმაციას და განათავსებს განცხადებას. რადგან თქვენი განცხადების თითოეული დეტალი პროფესიონალი აგენტის მიერაა შეფასებული, მას სპეციალური ნიშანი ექნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თქვენი განცხადების სანდოობას და მას SS.GE-ის ნდობის ნიშანს ანიჭებს.

კარგად გადაღებული 360 გრადუსიანი ფოტოსა და ვიდეოს დახმარებით უძრავი ქონების მფლობელი ადვილად წარმოაჩენს საკუთარ ბინას და მყიდველის დაინტერესებასაც მეტად ახერხებს. სტატუსი „გადამოწმეული“ პოტენციურ მყიდველებს მეტ ნდობას უჩენს.

11-02-2019 10:48