ხვალიდან გამოიდარებს - როდემდე შენარჩუნდება კარგი ამინდი

ხვალიდან 15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12–14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, თბილი ამინდი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17-22 მეტრი წამში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ამაღამ და ხვალ დილით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. კერძოდ, კახეთსა და თბილისში. ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6–11 გრადუსი იქნება, თბილისში – 9 გრადუსი.

13–14 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ასევე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 9–14 გრადუსამდე აიწევს.

თბილისში – 12 გრადუსი იქნება.

11-02-2019 11:40