"200 ათასამდე აქტიურად დამრღვევი მძღოლი წლის განმავლობაში 100 ათასობით ლარს იხდის"

„200 ათასამდე აქტიურად დამრღვევი მძღოლი გვყავს, მეტი თუ არა, რომლებიც წლის განმავლობაში 100 ათასობით ლარს იხდიან“. ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“, ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირების გამკაცრების შესახებ საუბრისას განაცხადა.

საუბარია შს სამინისტროს მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლითაც ვიდეოკამერით დაფიქსირებულ დარღვევებზე ავტომფლობელს მაღალი ფულადი სანქცია დაეკისრება ან ქულა დააკლდება. ამასთან, ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას.

„საგზაო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და დასჯადი ქმედებების გაფართოება ხდება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი. წაიკითხეთ სრულად

11-02-2019 15:21