თბილისში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ დაჭრა

თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ქალის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11-02-2019 16:05