"კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა" - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ

კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა, - ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, შს მინისტ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„ყველაფერი გითხარით. რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

05-03-2019 16:17
წყარო: ambebi.ge