"ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ილუზიებშია გადავარდნილი" - როგორ აფასებს ასტროლოგი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და რაზე აფრთილებს მას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება და მოვლენის ასტროლოგიურ ანალიზს გვთავაზობს. რამდენად ხელსაყრელი პერიოდი იყო აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და რა შედეგი მოჰყვება პოლიტიკოსის ამ ნაბიჯს.

"როდის დააბრუნეს პოლიტიკაში ღარიბაშვილი?

საქართველოს რუკაზე ტრანზიტული მზისა და ნეპტუნის შეერთება გვაქვს. მუნდეანურ ასტროლოგიაში, ანუ ამ მეცნიერების იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნების განვითარებას შეისწავლის, მზე ხელისუფლებას ნიშნავს. ნეპტუნი კი - იდეალიზმს და ილუზიებს. ეს კი ნიშნავს, რომ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ოცნებებში და ილუზიებშია გადავარდნილი, ვერ აფასებს სიტუაციას და ვერ ხედავს იმას, რასაც სხვები თვალნათლივ არჩევენ.

არის კიდევ სხვა ვარიანტიც - რომ ეს ნაბიჯი პასუხისმგებლობებიდან თავის აცილების მიზნით გადაიდგა. მინდა გავაფრთხილო ჩვენი ხელისუფლება და ვუთხრა - მზისა და ნეპტუნის შეერთებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს და გამოიწვიოს უფრო დიდი დანაკარგები. მითუმეტეს, რომ ტრანზიტული მზე არამხოლოდ ნეპტუნთანაა შეერთებული, არამედ ნეგატიური ასპექტი აქვს საქართველოს მუნდეანური რუკის იუპიტერთანაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებაზეა პასუხისმგებელი. კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი, იმისა, რომ გადაწყვეტილება მცდარი იყო - ტრანზიტული სატურნის მერკურისთან შეერთება, ზოგადად-მერკური პასუხისმგებელია ჩვენს გონებაზე, ხოლო მასზე შეერთებული სატურნი შეზღუდვებს და შეფერხებებს იწვევს ამ მიმართულებით.

ეს ელემენტარულია და იციან მგონი დამწყებმა ასტრო-მოყვარულებმაც კი. მაგრამ ხელისუფლებამ იცის?".

05-03-2019 17:07
წყარო: ambebi.ge