გორში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გორში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, 13 წლის გოგონასთან მისივე ოჯახში მცხოვრები ბიძა გარყვნილ ქმედებას ეწეოდა. გოგონამ ამის შესახებ პედაგოგს გაუმხილა, რომელმაც სამართალდამცავებს აცნობა.

გამოძიება 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს (ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

გამოძიების პარალელურად, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა გოგონას ბიძის მიმართ.

05-03-2019 18:11
წყარო: ambebi.ge