გლდანში, სავარაუდოდ, CO-თი მოწამვლით 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, სავარაუდოდ, CO-თი მოწამვლის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

05-03-2019 23:03
წყარო: ambebi.ge