ტაქსის მძღოლი ელიკო ბებო - 65 წლის ქალის ფოტო "ფეისბუქზე" 2 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა

65 წლის ქალი, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, ქართული სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა. პოსტი, რომელიც "ფეისბუქის" მომხმარებელმა ფეისბუქზე რამდენიმე საათის წინ განათავსა, 2 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

"ეს ელიკო ბებოა, დღეს გავიცანი.

ტაქსის მძღოლია, მარტო ცხოვრობს და 75 წლის არის (65 არისო მომწერეს), ამით ირჩენს თავს, უსაყვარლესია და ძალიან მაგრად ატარებს, ვაკის ტერიტორიაზე მოძრაობს ძირითადად. ყველას გირჩევთ," - წერს პოსტის ავტორი.

ფოტოს 5 ათასამდე მოწონება აქვს. ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარად წერს, რომ ვიდრე ტაქსის მძღოლობას დაიწყებდა, "ელიკოს მაღაზია" ჰქონდა.

06-03-2019 09:47
წყარო: ambebi.ge