რა იწვევს თმის ცვენას და როგორია მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებები

თმის ცვენა ის პრობლემაა, რომელიც თანაბარ დისკომოფრტს უქმნის ქალსაც და კაცსაც. უფრო ხშირად კი სიმელოტის პრობლემა კაცებში გვხვედება. ამ შეთხვევაში ძირითადი მიზეზი გენეტიკური განწყობა და ჰორმონალური ცვლილებებია. თუმცა, თმის ცვენის მიზეზები ბევრად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.

ჰორმონალური ცვლილებები

ანდროგენეტიკური, ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენას ორი ძირითადი მიზეზის თანხვედრა განაპირობებს: ერთი - გენეტიკური წინასწარ განწყობა და მეორე - მამაკაცური ჰორმონი, ტესტოსტერონი. ხშირად ქალების თმის ცვენას ჰორმონალური ცვლილებები ან ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. უამრავ ქალს მშობიარობის შემდეგ უთხელდება თმა. ზოგიერთს - მენოპაუზის დროს.

სამედიცინო პრეპარატები

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები შეიძლება სხვადასხვა დაავადება ან წამალი გახდეს. განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე, ვიტამინ А-ს დიდი დოზით მიღება.

ვარცხნილობა

ეცადეთ, არ გადაიჭიმოთ და მჭიდროდ არ შეიკრათ თმა. ამან შესაძლოა, მექანიკური გამელოტება გამოიწვიოს.

თმის ცვენასთან საბრძოლველად მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინითა და ვიტამინებით. ვიტამინი В7 ეხმარება თმისა და ფრჩილების ზრდაში, ასევე, ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს. В7-ით მდიდარია კვერცხი, უცხიმო წითელი ხორცი, ბანანი, მუქი მწვანე ბოსტნეული და ტკბილი კარტოფილი.

მსოფლიო ბრენდები აქტიურად მუშაობენ შექმნან ფორმულა, რომელიც თმის ცვენის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება იქნება. ბაზარზე გამორჩეული კი NIOXIN-ია, რომელსაც საქართველოში ამბასადორიც კი ჰყავს. როგორც NIOXIN-ის ამბასადორი და ერთ-ერთი გამორჩული სტილისტი ინეტა აგაჯანოვი განმარტავს, NIOXIN არის მსოფლიო ლიდერი ბრენდი შეთხელებული და ცვენისკენ მიდრეკილი თმის მოვლის მიმართულებით.

„ბრენდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია. ეს გახლავთ სამ საფეხურიანი მოვლის ხაზი, რომელიც 6 სისტემისგან შედგება. განსხვავებული პრობლემების გათვალისწინებით 3 სისტემა გამოიყენება ნატურალური თმებისთვის და 3 სისტემა ქიმიურად დამუშავებული თმებისთვის. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირისა ის ფაქტი, რომ ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც უშუალოდ სკალპის ანუ თავის კანის დონეზე მუშაობს.

დღეს რამდენად აქტუალურია თმის ცვენისა და თხელი თმის პრობლემა?

თხელი თმა ზოგადად კრებითი განმარტებაა და გულისხმობს როგორც თმის რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ თვისებურებას. შესაძლებელია ორივე პრობლემა ერთოულადაც იყოს გამოხატული.

თმის ცვენა შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ასევე ისეთი გარემო ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების შედეგი, როგორიცაა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, ქალებში ხშირი არაპროფესიული სერვისები, რომლებიც თმას აზიანებს. მაგალითად, დაბალბიუჯეტიანი და უხარისხო პროდუქციის თმაზე ხშირი გამოყენება, შეღებვა, დაბანა და ა.შ. მამაკაცებში ანდროგენული თმის ცვენა ყველაზე აქტუალურია. თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს არაბალანსირებული კვება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლამაზი და ჯანსაღი თმის მიღწევა ძალიან რთულია. ხშირად სტილისტებს გვაქვს პრობლემები, როდესაც კლიენტის მოთხოვნა და ჩვენი შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ყველას ვურჩევ NIOXIN-ს, როგორც საუკეთესო პროდუქტს.

როგორც უკვე აღნიშნეთ, NIOXIN-ს რამდენიმე პროდუქტი აქვს. როგორ ხდება სისტემის შერჩევა?

პირველ ეტაპზე კლიენტთან კონსულტაციას ვატარებთ. ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომ ზუსტად დავადგინოთ, მხოლოდ შეთხელებული თმასთან გვაქვს საქმე თუ ცვენის პრობლემაა. ასევე, ვარკვევთ, როდის დაიწყო პრობლემა.

ამის შემდეგ ვატარებთ თავის კანის დიაგნოსტიკას ნაისკოპის საშუალებით, რაც საშუალებას გავძლევს დავადგინოთ პრობლემის ხარისხი.

შემდეგ ეტაპზე კი უკვე სისტემის შერჩევა ხდება. რეკომენდაციას ვუწევთ შამპუნს და კონდეციონერს, რომლებიც ჩამოსაბანი პროდუქტებია და ნიღაბს, რომელიც უნდა შეიზილოს თავის კანზე და დარჩეს.

რა ხანგრძლივობით უნდა გამოვიყენოთ NIOXIN?

ესაა მოვლა. როგორც კანის მოვლის საშუალებებს ვიყენებთ მუდმივად, ისე რეკომედირებულია, NIOXIN-ის თმის მოვლის სისტემები მუდმივად გამოიყენონ თხელი და ცვენისკენ მიდრეკილი თმის მოსავლელად.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სისტემა არა მარტო კვებავს და ატენიანებს სკლაპს და მასში არსებულ თმის ბოლქვებს, არამედ ფიზიკურად ახდენს თმის ღერის დიამერტის გაზრდას, რაც თვალსაჩინოა თმის დათვალიერებით.

ნიღაბის სისტემატური გამოყენება აუცილებელია თუ მხოლოდ შამპუნი და კონდიციონერი საკმარისია თმის ცვენის შესაჩერებლად?

თუ აღნიშნულ სისტემას გამოვიყენებთ პრევენციის და ცვენის შესაძლო გაღრმავების საპროფილაქტიკოდ ნიღბის სისტემატიური გამოყენება რეკომედირებულია.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თმის ღებვის სერვისმა შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

პროფესიული სალონური თმის საღებავი და პროფესიულად შესრულებული სერვისი მინიმუმამდე ამცირებს აღნიშნულ პრობლემას.

აღნიშნულ პრობლემასთან კონტექსტში მინდა, ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებაც გითხრათ. WELLA PROFESSIONAL-მა პირველად თმის შეღებვის და მოვლის ინდუსტრიაში შექმნა უნიკალური საღებავი KOLESTON PERFECT ME+ PURE BALANCE ტექნოლოგიით, რომელმაც საერთოდ შეცვალა მიდგომა თმის ღებვის სერვივისადმი. შედეგად ვიღებთ უფრო ჯანსაღ და დაუზიანებელ თმას, სუფთა, უკომპრომისო ფერს თმის ძირიდან ბოლოებამდე. 60-ჯერ შემცირებულია ალერგიის რისკიც.

თუ გამოიყენებთ ხარისხიან, უსაფრთხო პროდუქციას და ანდობთ თმის შეღებვას პროფესიონალს, რა თქმა უნდა, თმის ცვენის რისკი შემცირდება.

ჯანსაღი თმისთვის კიდევ რა საშუალებებს გაუწევთ რეკომედაციას?

გამოვარჩევდი DIABOOST-ს. ესაა თმის დიამეტრის გაზრდის ელექსირი. ამ პროდუქტის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც თმის დიამეტრის პრობლემა აქვს და უნდა, უფრო მოცულობითი თმის მიღება.

ასევე, ხაზი უნდა გავუსვა NIOXIN-ის გასაოცარ მშრალ შამპუნს, რომელიც დაბანიდან დაბანამდე გამოიყენება სკალპის გასასუფთავებლად და ზემდეტი ცხიმის მოსაშორებლად. განსაკუთრებთ აქტუალურია მოგზაურობის და მივლინების დროს.

06-03-2019 10:05
წყარო: ambebi.ge