"ეპიდაფეთქება რომ შეჩერდეს, დამატებით 350 000 ადამიანი უნდა ავცრათ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე წითელათი გარდაცვლილი ბავშვის შესახებ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვს, რომელიც წითელას დაავადებით გარდაიცვალა, ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანი წითელათი დეკემბერში დაავადდა და 2019 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

„წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით, 1 იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან დაახლოებით 60%-ს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი აცრები. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს უნდა ავცრათ დამატებით 350 000 ადამიანი, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს.

შარშან და წელს გვაქვს 3 გარდაცვალების შემთხვევა, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

06-03-2019 12:20
წყარო: ambebi.ge